დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა სიახლეებს სთავაზობს Schuchmann Wines Chateau, Villas & SPA სტუმრებს შემოდგომა-ზამთრის სეზონზე

რა სიახლეებს სთავაზობს Schuchmann Wines Chateau, Villas & SPA სტუმრებს შემოდგომა-ზამთრის სეზონზე

04-11-2024 15:00:00

ერთ-ერთი პირველი იყო Schuchmann Wines Chateau რეგიონში, რომელმაც ვიზიტორებს შესთავაზა ღვინის ტურიზმის მიმართულება,- ამის შესახებ Business Insider Georgia-ს  Schuchmann Wines Chateau, Villas & SPA -ს დირექტორმა განუცხადა.

„წელს საკმაოდ ბევრი ვიზიტორი სტუმრობდა შატოს და ამ მიმართულებით  15%-იანი ზრდა გვაქვს.

ჩვენს სტუმრებს ვთავაზობთ ღვინის სპას, ვიზიტს რესტორანში და რჩეულ ღვინოებს. ასევე , უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას, როგორიცაა რთველი. ხდება ყურძნის კრეფა,  მიღებული მოსავლის დაწურვა და ღვინის ქვევრებში დაბინავება. სტუმრებს ვაძლევთ საშუალებას, რომ აქტიურად ჩაერთნენ ამ პროცესში“,- ამბობს ნუცა აბრამიშვილი.

მისი შეფასებით, წელს კახელმა მევენახეებმა ფაქტობრივად დაუზიანებელი მოსავალი მიიღეს. „ერთ-ერთი გამორჩეული წელი, როცა მივიღეთ უმაღლესი ხარისხის მოსავალი. ამ ყურძნით დამზადებული ღვინოები ადგილობრივ ბაზარზე გაზაფხულზე გამოჩნდება“, - ამბობს შატოს დირექტორი.

მისი თმით, დიდი პატივია როდესაც სტუმარს აზიარებენ ქართულ გასტრონომიას, სთავაზობენ ღვინის სპა მიმართულებას.

„სწორედ ეს არის ჩვენი კონკურენტული უპირატესობა. გვყავს ბევრი სტუმარი, ვართ გამორჩეული შეხვედრების ცენტრი რეგიონში. ყველაზე საუკეთესო რეკლამა არის, როცა კმაყოფილი სტუმარი უზიარებს შთაბეჭდილებას და ურჩევს თავისი ქვეყნის მოქალაქეებს ჩავიდნენ საქართველოში. ჩვენი მიზანია დავაგენერიროთ შემოსავლები, დავასაქმოთ მეტი ხალხი და უფრო ცნობადი გავხადოთ ქვეყანა“, - განაცხადა ნუცა აბრამიშვილმა.

მიმდინარე წელს შატოს სტუმრების 50%-ს საქართველოს მოქალაქეები შეადგენდნენ.  

„წელს მნიშვნელოვნადაა გაზრდილი საქართველოს მოქალაქეების ვიზიტები შატოში, რაც ჩვენთვის საკმაოდ სასიამოვნოა“, - ამბობს შატოს ხელმძღვანელი.

Schuchmann Wines Chateau, Villas & SPA სტუმრებს სხვადასხვა პაკეტებს სთავაზობს:

„ღვინის სპა, ბუხრის სითბო და კავკასიონის ხედები ცივ დღეებში ნამდვილ სიმყუდროვეს შეგიქმნით. ნოემბრიდან თებერვლის ბოლომდე, ღვინის სოფელში ვილის ღირებულება საუზმით: 2 სტუმარი - 380 ₾; 3 სტუმარი - 450 ₾; 4 სტუმარი - 550 ₾;

ვილა საუზმით, ღვინის ტურით, 3 სახეობის ღვინის დაგემოვნების მასტერკლასით, სპა პროცედურებითა და ვახშმით:2 სტუმარი - 530 ₾;3 სტუმარი - 675 ₾;4 სტუმარი - 850 ₾

შეთავაზება არ მოქმედებს booking. com-დან დაჯავშნის შემთხვევაში და არ ვრცელდება 31 დეკემბერსა და 1 იანვარზე“,- აცხადებენ Schuchmann Wines Chateau, Villas & SPA -ს შეთავაზებაში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები