ინვეტ ზოო • Invet Zoo ,,ინვეტი ჯგუფის“ შვილობილი კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს და მომხმარებლებს თავიანთი ოთხფეხა მეგობრებისთვის სუპერ პრემიუმ ხარისხის პროდუქტებს - აქსესუარებსა და ჰიგიენურ საშუალებებს სთავაზობს.
როგორც კომპანიაში Business Insider Georgia- თან აღნიშნავენ, „ინვეტ ზოოს“ პროდუქცია გამოირჩევა უმაღლესი ხარისხით, მრავალფეროვანი არჩევანითა და ხელმისაწვდომი ფასით.
გარდა ამისა, „ინვეტი“ აქტიურადაა ჩართული მიუსაფარ ცხოველთა გადარჩენისა და დახმარების პროგრამებში. კომპანია თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ფონდებთან.
რაც შეეხება ,,ინვეტ ჯგუფს“, კომპანია, 22 წელია, რაც ქართულ ბაზარზეა. ,,თავდაპირველად, კომპანიაში მხოლოდ მეცხოველეობის ცენტრი ფუნქციონირებდა, ხოლო 2005 წლიდან კომპანია „ინვეტიმ“ პარტნიორობა დაიწყო ფარმაცევტულ კომპანიასთან „დავათი“ და შედეგად, ბაზარზე ადგილობრივი წარმოების ახალი პროდუქტი - ვეტერინარული პრეპარატები გამოჩნდა.
„ინვეტი“-სა და „დავათი“-ს მიერ წარმოებული პროდუქცია ჰოლანდიურ ნედლეულზეა დამზადებული. 2014 წელს მოხდა კომპანიის საქმიანობის დივერსიფიცირება.
დღესდღეობით „ინვეტ ჯგუფი“ აერთიანებს შემდეგ მიმართულებებს: „ინვეტ პროდუქტი“ (ვეტერინარული პროდუქცია); „ინვეტ ფიდი“ (კომბინირებული საკვებისა და საკვებდანამატების წარმოება); „ინვეტ ზოო“ (ზოო პროდუქცია და მომსახურება) და „დავათი“ „ინვეტი“ მომხმარებელს სთავაზობს პროდუქციის ფართო სპექტრს: ანტიბაქტერიული, ანტიპარაზიტული, ვაქცინები, ვიტამინები, მინერალები, სადეზინფექციო საშუალებები, ცხოველთა და ფრინველთა ბალანსირებული კვებას, საკვებიდანამატებს და ზოოპროდუქციას. 2015 წლიდან კომპანია ფლობს ISO 9001-2008 ხარისხის მართვის საერთაშორისო სერტიფიკატს, რაც უზრუნველყოფს კომპანიის მართვის ეფექტურობას“, - განმარტავენ კომპანიაში.
აღსანიშნავია, რომ 2017 წლიდან „ინვეტ ჯგუფი“ კომპანია „დავათი“-ს მიერ წარმოებული მედიკამენტების ექსპორტს აზერბაიჯანში ახორციელებს, ხოლო 2019 წლიდან „ინვეტი ფიდი“-ს მიერ წარმოებული კომბინირებული საკვების სომხეთში ექსპორტი იწყება.
ამჟამად, „ინვეტ ჯგუფი“ საქართველოს მასშტაბით 23 ფილიალით არის წარმოდგენილი. 2023 წელს „ინვეტის“ 7 ახალი ფილიალი გაიხსნა. კომპანია გეგმავს საკუთარი პროდუქტები და მომსახურება მთელი საქართველოს ტერიტორიაზე ხელმისაწვდომად აქციოს.
„ინვეტ ჯგუფში“ ამჟამად 250-მდე ადამიანია დასაქმებული.
უახლესი
6 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი