დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა სიახლეებს სთავაზობს „ქართული ჩაი ბუეთი“ მომხმარებლებს

რა სიახლეებს სთავაზობს „ქართული ჩაი ბუეთი“ მომხმარებლებს

25-10-2024 13:00:00

 „ქართული ჩაი ბუეთი“ ოთხი წელია, რაც ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებს და მომხმარებელს 6 დასახელების ჩაის სთავაზობს.

როგორც Business Insider Georgia‑სთან კომპანიის გაყიდვების ხელმძღვანელი ქეთევან კაკაურიძე ამბობს, მალე მომხმარებელს ჩაის მიქსებს შესთავაზებენ. მათ შორის ბერგამოტისა და ლიმნის არომატით.

 ბუეთის პლანტაციები ტყიბულის მიკროზონაში მდებარეობს, რომლის მკვეთრად ცვალებადი ტემპერატურაც ჩაის განუმეორებელ გემოვნურ თვისებებს ანიჭებს.  ჩაი მხოლოდ პირველი 3 ფოთლისგან მზადდება, რასაც თქვენამდე ხარისხი და გამორჩეული არომატი მოაქვს“,- აცხადებენ კომპანიაში.

 ბრენდის ქვეშ ტყიბულში, სოფელ საძილეში ჩაის ქარხანა ოპერირებს, ხოლო 50 ჰექტარზე არსებული პლანტაციებიდან კომპანია 6 სახეობის ჩაის ამზადებს.  

„ჩაის პლანტაციების ნაწილი არის სოფელ ბუეთში და ბრენდის სახელიც აქედან წარმოიშვა. პლანტაციები 50 ჰექტარზეა გაშენებული. 6 სახეობის ჩაი გვაქვს, დასაყენებელი და ერთჯერადი ბიოდეგრადირებადი პირამიდების სახით უკოფეინო, არომატული და მომჟავო გემოს მქონე ჩაი, რომელიც ძირითადად ჰორეკა სექტორში - რესტორნებსა და სასტუმროებში იყიდება. ასევე ჩვენი პროდუქცია წარმოდგენილია „ევროპროდუქტისა“ და „გუდვილის“ ქსელში“, - ამბობს კომპანიის გაყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი.

ამ დროისათვის კომპანიას ჩაი ექსპორტზე არ გააქვს და ადგილობრივ ბაზარზე გეგმავს გაყიდვების გაზრდას.  

საწარმოში 12 ადამიანი მუდმივადაა დასაქმებული, სეზონზე კი დასაქმებულთა რაოდენობა ორმაგდება. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები