ვადაგადაცილებული სესხების მატერიალური ზრდა ჯერჯერობით არ შეინიშნება, - ამბობს სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი.
პაპუნა ლეჟავა იმ სქემაზეც საუბრობს, რომლის განვითარების შემთხვევაში შესაძლოა, ვადაგადაცილებული სესხების ზრდა მოხდეს.
„გარკვეული ცვლილებები იყო, მაგრამ ამას ტენდენციას ვერ დავარქმევთ. ზოგადად გაზრდილი ფინანსური ხარჯი იქნება, რაც საპროცენტო განაკვეთის ცვლილებიდან, კურსის მერყეობიდან თუ სხვა მიზეზითაა გამოწვეული. რა თქმა უნდა ეს დამატებითი ზეწოლაა ამ სესხებისთვის.
ეს თუ დიდხანს გაგრძელდა, ამან შესაძლოა, ვადაგადაცილებული სესხების ზრდა გამოიწვიოს. თუმცა, რეფინანსირების განაკვეთი უკვე წელიწადზე მეტია არ შეცვლილა, შესაბამისად ამის გამო ვადაგადაცილებული სესხების ზრდას არ ველით. თუმცა ვიცით, რომ უცხოური ვალუტის საპროცენტო განაკვეთები ევროსა და დოლარში არის საკმაოდ გაზრდილი და დიდ ტვირთად აწვება მსესხებელს“, - აღნიშნა ლეჯავამ..
მისივე თქმით, უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხს აქვს ორი დიდი რისკი: ერთი საპროცენტო განაკვეთება, რაზეც ჩვენ როგორც ქვეყანას კონტროლი არ გაქვს, და მეორე ვალუტების - ევროსა ან დოლარის გამყარების, რაზეც ჩვენს ეკონომიკას კონტროლი არ აქვს. შესაბამისად, ჩვენ მუდმივად მოვუწოდებთ მსესხებლებს, რომ სწორად შეარჩიონ სესხის ვალუტა და აიღონ იმ ვალუტაში, რომელშიც შემოსავლები აქვთ.
ბოლო პერიოდში ლარის გამყარების პროცესი თან სდევდა უცხოურ ვალუტაში სესხების გაძვირებას და ამან შედარებით შეარბილა ფინანსური ტვირთი მსესხებელზე. თუმცა გარკვეული ტვირთი გაზრდილია საპროცენტო განაკვეთების ზრდის შედეგად დოლარში და ევროში“, - აცხადებს პაპუნა ლეჟავა.
უახლესი