მიმდინარე წლის ბოლომდე და მომავალ წელს ლარი დოლარის მიმართ საშუალოდ 2.7-ის ფარგლებშია მოსალოდნელი.
ამის შესახებ Galt & Taggart-ის ყოველკვირეული ეკონომიკური ტენდენციების შეფასების დოკუმენტშია აღნიშნული.
„2023 წლის ოქტომბრის განმავლობაში ლარი მცირედით გაუფასურდა დოლართან მიმართებაში, თუმცა წლის დასაწყისთან შედარებით სტაბილურია. რთული გეოპოლიტიკური კონტექსტის მიუხედავად, ლარის სტაბილურობას განაპირობებს ძლიერი ფუნდამენტური ფაქტორები, როგორიცაა სავალუტო შემოდინებები, მაღალი ეკონომიკური ზრდა და ჯანსაღი ფისკალური პარამეტრები.
ჩვენი პროგნოზით, მიმდინარე წლის ბოლომდე და მომავალ წელს ლარი დოლარის მიმართ საშუალოდ 2.7-ის ფარგლებშია მოსალოდნელი“-, აცხადებენ Galt & Taggart-ში.
სრული კვლევა იხილეთ აქ
უახლესი