დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა მოცულობის ტვირთი მიიღო და გადაამუშავა ფოთის პორტში APM Terminals-მა

რა მოცულობის ტვირთი მიიღო და გადაამუშავა ფოთის პორტში APM Terminals-მა

03-10-2024 15:05:00

2024 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, APM Terminals Poti-ს მიერ 406,588 TEU კონტეინერი დამუშავდა. კონტეინერის დამუშავების მესამე კვარტლის მონაცემები კი ასე გამოიყურება:
ივლისი - 51841  TEU 
აგვისტო - 41661  TEU 
სექტემბერი - 40908  TEU 

2024 წლის 10 თვეში, APM Terminals Poti-მ ჯამში 236 საკონტეინერო გემი მიიღო და დაამუშავა 58 511 მანქანა:
2024 წლიდან დღემდე, ივლისში ყველაზე მეტი ავტომანქანა დამუშავდა.
ივლისი - 7800 მანქანა
აგვისტო - 4603 მანქანა
სექტემბერი - 6106 მანქანა

ივლისთან და აგვისტოსთან შედარებით მესამე კვარტლის ბოლო თვეში გაზრდილია გენერალური ტვირთის მიღებაც. თუ აგვისტოში გენერალური ტვირთის რაოდენობა 16709 ტონა იყო, სექტემბერში 19459 ტონა დამუშავდა. 2024 წლიდან დღემდე, APM Terminals Poti-ს მიერ 156 312 ტონა გენერალური ტვირთი დამუშავდა.

მესამე კვარტალში გაზრდილია საბორნე გზით შემოსული ტვირთის რაოდენობაც:
ივლისი - 4883 ტონა
აგვისტო - 7193 ტონა
სექტემბერი - 16275

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები