დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა მოცულობის პროდუქცია გაყიდეს ელევატორებმა 1 წლის განმავლობაში

რა მოცულობის პროდუქცია გაყიდეს ელევატორებმა 1 წლის განმავლობაში

15-06-2023 11:42:30

2022 წლის განმავლობაში ელევატორების მიერ გაყიდულია 292.4 მლნ. ლარის ღირებულების 306.6 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 50.1 პროცენტი იყო ადგილობრივი (საკუთარი) წარმოების. ელევატორების მიერ პროდუქციის გადამუშავებასა და შენახვაზე გაწეულმა დანახარჯებმა 4.4 მლნ. ლარი შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის განმავლობაში ელევატორების მიერ გაყიდული იმპორტირებული პროდუქციის დიდი ნაწილი, კერძოდ 69.1 პროცენტი სოიოს შროტზე მოდიოდა. ადგილობრივი (საკუთარი წარმოების) წარმოშობის პროდუქციაში როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით ჭარბობდა ხორბლის ფქვილი (ელევატორების მიერ გაყიდული ადგილობრივი პროდუქციის 85.2 პროცენტი) და ქატო (9.8 პროცენტი).

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ელევატორების საცავების საშუალო დღიურმა დატვირთვამ (პროცენტულად საცავების ჯამური ტევადობიდან) იანვარში შეადგენდა 55.4 პროცენტს, თებერვალში - 51.1 პროცენტს, მარტში - 48.0 პროცენტს, აპრილში - 46.2 პროცენტს, მაისში - 47.4 პროცენტს, ივნისში - 51.5 პროცენტს, ივლისში - 47.3 პროცენტს, აგვისტოში - 46.6 პროცენტს, სექტემბერში - 47.2 პროცენტს, ოქტომბერში - 48.7 პროცენტს, ნოემბერში - 47.3 პროცენტს, ხოლო დეკემბერში - 47.4 პროცენტს.

ელევატორების 36.6 პროცენტი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილია სრულად, 51.2 პროცენტი - ნაწილობრივ, ხოლო 12.2 პროცენტი საერთოდ არ არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით. სესხით სარგებლობს ელევატორების 41.5 პროცენტი. აქედან 47.1 პროცენტს სესხი აღებული აქვს ძირითადი კაპიტალისთვის (ახლის შეძენის ან არსებული გაუმჯობესების მიზნით), 52.9 პროცენტს - საბრუნავი კაპიტალისათვის.

2022 წელს საქართველოში 41 ელევატორი ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც ქვემო ქართლის (31.7 პროცენტი), კახეთის (14.6 პროცენტი) და სამეგრელო-ზემო სვანეთის (14.6 პროცენტი) რეგიონებში იყო განთავსებული. ელევატორების 12.2 პროცენტი ფუნქციონირებდა იმერეთის რეგიონში, 9.8 პროცენტი ქ. თბილისში, 9.8 პროცენტი შიდა ქართლის რეგიონში, 4.9 პროცენტი - გურიის რეგიონში და 2.4 პროცენტი - აჭარის არ-ში.

2022 წლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 11 მომხმარებელს, მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით - 232 ერთეული შეადგინა, ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალოთვიური რაოდენობა 861 კაცით განისაზღვრა. 2022 წლის განმავლობაში ელევატორებში შენახული (განთავსებული) იყო 477.7 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 68.9 პროცენტს წარმოადგენდა ხორბალი, 15.2 პროცენტს - სოიოს შროტი, 9.9 პროცენტს - სიმინდი, 2.3 პროცენტს - ხორბლის ფქვილი, ხოლო დანარჩენ პროდუქციას უმნიშვნელო წილი ჰქონდა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები