მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების 51%-ი სალომბარდე სესხებზე მოდის.
როგორც სებ-ის საიტზე განთავსებული მონაცემებიდან ირკვევა, 2023 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ, ფიზიკური პირების დაკრედიტებაში, სალომბარდე სესხების პორტფელის მოცულობამ 790 666 475 ლარი შეადგინა.
27%-ით მეორე ადგილზეა სამომხმარებლო სესხები - 416 857 330 ლარი.
უფრო კონკრეტულად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ პირველი კვარტლის მდგომარეობით ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების მოცულობა 1 553 392 939 ლარია, საიდანაც დაკრედიტება ასე გადანაწილდა:
სტატისტიკა აჩვენებს, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების პორტფელში პირველია სალომბარდე სესხები, შემდეგ სამომხმარებლო, ხოლო მესამე პოზიციაზეა ვაჭრობასა და მომსახურების სექტორზე გაცემული სესხები.
უახლესი