ოპელი საქართველოში ბრუნდება და დაახლოებით ერთ თვეში ადგილობრივ ბაზარზე ამ ბრენდის ავტომობილების გაყიდვები დაიწყება. ოპელის ოფიციალური წარმომადგენელი კომპანია „მეკრეა“.
რა გეგმები აქვს კომპანიას და როგორია მოლოდინი, რა არის ოპელისა და სიტროენის ბრენდების კონკურენტული უპირატესობა, ამ და სხვა საკითხებზე Business Insider Georgia კომპანია „მეკრეს“ მმართველ პარტნიორ ილია თაბორიძეს ესაუბრა.
როგორც ცნობილია, გერმანული საავტომობილო ბრენდი - ოპელი საქართველოში ბრუნდება. ოპელის ოფიციალური წარმომადგენელი კომპანია „მეკრეა“. როდის და რა ლოკაციაზე გაიხსნება თბილისში ოპელის ოფიციალური ცენტრი?
ოპელი არის მსხვილი საავტომობილო კონგლომერატის Stellantis-ის კუთვნილი ბრენდი 2021 წლიდან. საქართველოში ოპელის ბრენდის გაყიდვები ოქტომბრიდან დაიწყება. ბრენდი განთავსდება აღმაშენებლის ხეივანზე N 118-ში, სადაც მალე დასრულდება სარემონტო სამუშაოები და მულტიბრენდული შოურუმი განთავსდება. შოურუმში წარმოდგენილი იქნება, როგორც ოპელი, ასევე სიტროენი.
რატომ არის საინტერესო ოპელისთვის და სიტროენის ბრენდებისთვის საქართველოს ბაზარი?
თუ რატომ დაინტერესდა ოპელი საქართველოში შემოსვლით, არის ის ტენდენცია, რომ საშუალო სეგმენტის ავტომობილებზე მოთხოვნა იზრდება. ესაა მთავარი მიზეზი, რის გამოც ამ ბრენდმა საქართველოში შემოსვლა და დამკვიდრება გადაწყვიტა. ამ ბრენდს ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს.
თბილისში, მულტიბრენდულ შოურუმში რა მოდელები იქნება წარმოდგენილი?
ოპელისა და სიტროენის ბრენდები გათვლილია მოსახლეობის საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე სეგმენტზე. საქართველოში იქნება წარმოდგენილი, როგორც მსუბუქი და ნახევრად მსუბუქი ავტომობილები ასევე ორივე ბრენდს შემთხვევაში იქნება წარმოდგენილი კომერციული სატვირთო კატეგორია.
კომპანიის გაყიდვები, საქართველოს ბაზარზე საცალო თუ კორპორაციულ მომხმარებელზეა გათვლილი?
ძირითადად ფოკუსირებას ვაკეთებთ საცალო სეგმენტზე, ფიზიკურ პირებზე. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ საქართველოს ავტოპარკის განახლებაში. თუმცა, ბუნებრივია, ჩვენთვის საინტერესოა კორპორაციული გაყიდვებიც. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ იმას, რომ ორივე სეგმენტში გაყიდვების მაჩვენებელი 50/50-ზე იყოს.
რა არის ადგილობრივ ბაზარზე თქვენი ბრენდების მთავარი კონკურენტული უპირატესობა?
პირველ რიგში, ეს არის თანამედროვე და ძალიან დახვეწილი დიზაინი, საკმაოდ დატვირთული, მაღალტექნოლოგიური ბაზა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის ხელმისაწვდომი ფასი.
საინტერესოა, რას აჩვენებს სტატისტიკა, ამ ბრენდების შემთხვევაში ყველაზე მეტად ბაზარზე რომელ მოდელებზეა მოთხოვნა?
ძირითადად მოთხოვნაა მცირე და საშუალო ზომის კროსოვერებზე. ესაა ძირითადი ტრენდი, რასაც დღეს ვაკვირდებით. არა მხოლოდ საქართველოსა და ჩვენს რეგიონში, არამედ მსოფლიოც გადართულია ამ ტიპის მოდელებზე.
რამდენად არის საინტერესო საქართველო კომპანიისთვის როგორც რეექსპორტის შესაძლებლობა? ცნობილია, რომ საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი შუა აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში სტატისტიკაში პირველია.
დღეს ამ ბაზრებზე მოთხოვნა გაზრდილია აზიურ ბრენდებზე. ევროპული ბრენდებზე - პეჟო, სიტროენი, ოპელი - განსაკუთრებული მოთხოვნა არ ფიქსირდება, თუმცა არ გამოვრიცხავ რეექსპორტის შესაძლებლობას.
ამ კუთხით, რომელი ბაზარი იქნება თქვენთვის საინტერესო?
ძირითადად აზერბაიჯანი
უახლესი
4 საათის წინ
დონალდ ტრამპმა საკუთარი კრიპტოვალუტა $TRUMP გამოუშვა9 საათის წინ
არჩილ გაჩეჩილაძე ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება