დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა გაძვირდა წლის განმავლობაში ყველაზე მეტად

რა გაძვირდა წლის განმავლობაში ყველაზე მეტად

04-12-2023 12:00:53

წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად სხვადასხვა საქონელი და მომსახურება გაძვირდა.

როგორც საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2023 წლის ნოემბერში 2022 წლის ნოემბერთან შედარებით ყველაზე მეტად, 9.8%-ით სხვადასხვა საქონელი და მომსახურება გაძვირდა, რაც 0.52 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე.

ფასები, უმეტესწილად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: საფინანსო მომსახურება (26.3 პროცენტი), პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (5.6 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (5.2 პროცენტი).

საქსტატის ინფორმაციითვე, ასევე მნიშვნელოვნად, 6.6%-ით გაიზარდა სასტუმროების, კაფეების და რესტორნების ფასები. აღნიშნული ჯგუფის წილი მთლიან ინფლაციაში 0.21%-ია. 

შემდეგ მოდის ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასები, სადაც 2023 წლის ნოემბერში 2022 წლის ნოემბერთან შედარებით ფასები გაიზარდა 5.1 პროცენტით, რაც 0.35 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე.

ფასები მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმის (6.5 პროცენტი), ისე ალკოჰოლური სასმელების (4.0 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.

რაც შეეხება განათლების ჯგუფს, აქ ფასების 3,6%-იანი ზრდა ფიქსირდება. 

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 3.4 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინფლაციაში 0.35 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (14.4 პროცენტი) და ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (7.4 პროცენტი);

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.5 პროცენტით, რაც 0.37 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (4.3 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენასა (2.9 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (1.5 პროცენტი);

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები