სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობის მიღებისთვის ბიზნესებს ფინანსური გარანტიის წარდგენა სჭირდებათ. სატენდერო გარანტია დოკუმენტია, რომელიც აზღვევს შემთხვევას, როცა ტენდერში მონაწილე კომპანია, გარკვეული მიზეზებით, ნაკისრ ვალდებულებას ვერ ასრულებს.
სწორედ ამ პროცესის გამარტივების მიზნით, საქართველოს ბანკი ბიზნესებს უზრუნველყოფის გარეშე სატენდერო გარანტიას სთავაზობს. დოკუმენტის წარდგენა ტენდერში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა, ბანკი კი მზღვეველის როლს ითავსებს. შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, ანაზღაურებს წინასწარ განსაზღვრული მოცულობის ზარალს და ტენდერის გამომცხადებელ ორგანოს კომპენსაციას უხდის.
სატენდერო გარანტიის მიღება აქამდე რამდენიმე ეტაპის გავლას საჭიროებდა, მათ შორის ბანკში ვიზიტს, დოკუმენტაციის წარდგენას, განაცხადის განხილვასა და ხელშეკრულებაზე ხელმოწერას. საქართველოს ბანკმა ეს პროცესი სრულად გააციფრულა. შედეგად კი, უზრუნველყოფის გარეშე, 15 000 ლარის ფარგლებში გარანტიის მიღება სახლიდან თუ ოფისიდან გაუსვლელად, პირდაპირ ბიზნეს ინტერნეტბანკშია შესაძლებელი.
საგულისხმოა, რომ შემცირდა დოკუმენტის მიღების ვადებიც - ახლა პროცესი ავტომატიზებულია და გარანტიის დამტკიცებას სამუშაო დღეებში სულ რაღაც ერთი საათი სჭირდება.
ამ სტატიაში კი წარმოგიდგენთ უზრუნველყოფის გარეშე სატენდერო გარანტიის შესახებ დასმულ შეკითხვებზე პასუხს:
1. რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს მომხმარებელი, რათა მან სატენდერო გარანტიის მიღება შეძლოს და არის თუ არა აუცილებელი ანგარიშზე თანხის გაყინვა?
15 000 ლარის ფარგლებში გარანტიის მისაღებად ანგარიშზე თანხის გაყინვა და ქონებით უზრუნველყოფა საჭირო არ არის. სატენდერო გარანტიის მისაღებად მომხმარებელმა რამდენიმე ძირითადი მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს, მათ შორის:
2. ტენდერის გამოცხადებამდე რამდენი ხნით ადრე უნდა მივმართოთ ბანკს გარანტიის მისაღებად, რაიმე სახის შეზღუდვა ხომ არ არსებობს და ვადები როგორაა განსაზღვრული?
შეზღუდვა არ არსებობს, ავტომატიზირებული დამტკიცების პროცესით, გარანტიის განაცხადის შევსებიდან 5 წუთზე ნაკლებ დროში ბანკისგან პასუხს მიიღებთ, ხოლო გარანტიის მოსამზადებლად სამუშაო დღეებში მაქსიმუმ ერთი საათია საჭირო. რაც შეეხება ვადას, სატენდერო გარანტია 170 კალენდარული დღით გაიცემა; შესყიდვების მიმართულებით სტანდარტულად, 160-დღიანი ლიმიტი მოქმედებს.
3. სად შეიძლება მივიღო დეტალური ინფორმაცია სატენდერო გარანტიასთან დაკავშირებით?
დაწვრილებით ინფორმაციას შეგიძლიათ საქართველოს ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გაეცნოთ. გარდა ამისა, საქართველოს ბანკი მომავალში სატენდერო გარანტიასთან და სხვა პროდუქტებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრებს გამართავს, ამიტომ, გირჩევთ, თვალი ადევნოთ ბანკის სოციალურ არხებს.
უახლესი
14 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება