დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ყველაზე მოთხოვნადი „ვაუჩი ქარდია“ - wowchy ბაზრის მოთხოვნებზე და სამომავლო გეგმებზე

ყველაზე მოთხოვნადი „ვაუჩი ქარდია“ - wowchy ბაზრის მოთხოვნებზე და სამომავლო გეგმებზე

06-06-2023 12:00:05

კომპანია wowchy (ვაუჩი), რომელიც ბაზარზე  2 წელზე მეტია რაც ოპერირებს, გაფართოებასა და ახალ ბაზრებზე შესვლას გეგმავს. როგორც კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და დირექტორმა თათია ხაინდრავამ „ბიზნეს ინსაიდერთან“ საუბრისას განაცხადა ამ მიმართულებით მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს.

wowchy ეს არის სასაჩუქრე ბარათების პირველი ონლაინ მაღაზია, სადაც ადამიანებს შეუძლიათ, სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად, მარტივად შეარჩიონ ცნობილი ბრენდების სასაჩუქრე ბარათები, გადაიხადონ ონლაინ და მიიღონ სასურველ მისამართზე, ან პირდაპირ ადრესატს გაუგზავნონ მზა საჩუქრის ფორმით.

„თავიდან იდეა მე მომივიდა და კომპანიის სხვა თანადამფუძნებლებსაც გავუზიარე. ხშირად ვყიდულობდი სასაჩუქრე ვაუჩერებს და პრობლემა იყო, რომ ადგილზე ფიზიკურად უნდა მივსულიყავი, იქ რიგში დავმდგარიყავი და ამ პროცესში დიდი დრო მეხარჯებოდა. ერთხელაც, როდესაც ერთ-ერთ პოპულარულ ბრენდში მივედი და სასაჩუქრე ვაუჩერის შესაძენად, რიგში ძალიან დიდი დრო დავკარგე, იქ გამიჩნდა იდეა, რომ შემექმნა პლატფორმა, სადაც ონლაინ გაიყიდებოდა სასაჩუქრე ვაუჩერები და არ მომიწევდა დროის ხარჯვა.

საწყის ეტაპზე ზოგიერთ კომპანიასთან მოლაპარაკებები დიდი ხსნის განმავლობაში გვიწევდა, თუმცა ზოგიერთ კომპანიას იდეა მოეწონათ და მარტივად დაგვთანხმდნენ.

თავიდან შეთანხმება ფიზიკურ ვაუჩერებზე გვქონდა და შემდეგ გადავედით ციფრულ ვაუჩერებზე. რაც საკმაოდ შრომატევადი იყო, რათა ისინი ამ ფორმატზეც დაგვეთანხმებინა და დაგვერწმუნებინა, რომ მათი გაყიდვები გაიზრდებოდა“, - აცხადებს wowchy-ს დამფუძნებელი.

როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, 2021 წელს wowchy-ს თუ ჰყავდა 50-მდე პარტნიორი დღეს უკვე პარტნიორების რაოდენობა 300-მდეა.

„იმავდროულად, დაახლოებით 400%-იანი ზრდა გაქვს შემოსავლების მიხედვით.  ყველაზე მოთხოვნადია „ვაუჩი ქარდი“ - ეს არის უნივერსალური ციფრული სასაჩუქრე ბარათი, რომლის გამოყენებაც შეიძლება ნებისმიერ ჩვენს პარტნიორ ობიექტში. ამის შემდეგ ყველაზე მოთხოვნადი სასაჩუქრე ვაუჩერები მოდის ჩაცმის კატეგორიიდან, თავის მოვლის კატეგორიიდან, ასევე ტექნიკის და სპა სასტუმროების კატეგორიიდან“, - აცხადებს თათია ხაინდრავა.

wowchy-ს მენეჯერის განმარტებით, მიმდინარე კვირიდან, მომხმარებელთა მოთხოვნით, რესტორნების სასაჩუქრე ვაუჩერის დამატება მოხდება.

„ვამატებთ რესტორნების ქსელებს რადგანაც წამოვიდა მოთხოვნა უკვე ამ კვირიდანვე დაგვემატება რესტორნები „პური გულიანი“ და „რიგი გასტროდუქანი“, - აცხადებს თათია ხაინდრავა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები