დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ყურძნიდან სუფრამდე  - რთველის მასტერკლასები ,,კაკაბეთის მარანში“  ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება

ყურძნიდან სუფრამდე  - რთველის მასტერკლასები ,,კაკაბეთის მარანში“  ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება

14-10-2023 17:40:30

კახური სამზარეულოს მოყვარულებს ტურისტული სივრცე ,,კაკაბეთის მარანი“ დაუვიწყარ შემოდგომას ჰპირდება და რთველის მასტერკლასებზე ეპატიჟება.

კერძოდ, როგორც ,,კაკაბეთის მარნის“ დამფუძნებელი ნანა მასურაშვილი Business Insider Georgia - თან ამბობს, სეზონის განმავლობაში შესაძლებელია შემოდგომის ერთდღიანი ტურის დაჯავშნა როგორც უფროსი თაობის მომხმარებლებისთვის, ასევე სკოლის მოსწავლეებისთვის, რომლებიც განსაკუთრებული შეღავათით სარგებლობენ.

,,ვიზიტორებს ვთავაზობთ  მასტერკლასების მრავალფეროვანი არჩევანს, როგორიცაა რთველი, ყურძნის დაწურვა, ჩურჩხელის გავლება და სხვა. სკოლის მოსწავლეებისთვის  განსაკუთრებული ფასდაკლება მოქმედებს. პროექტი ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება. შემდეგ უკვე გადავერთვებით მასტერკლასებზე, სადაც წარმოდგენილი იქნება პურის ცხობა, ხინკლის მოხვევა და სხვა, ასევე უგემრიელესი, სახლური კახური კერძები და ოჯახის ღვინო.  ჩურჩხელას მასტერკლასი  ყველა სეზონზე შეგვიძლია. ულამაზესი, მყუდრო გარემო და საუკეთესო განწყობაა იმისთვის, რომ დასვენების დღეები მოქალაქეებმა ჩვენთან ერთად გაატარონ. ძირითადი მომხმარებლები სწორედ ადგილობრივები არიან, ხოლო მოთხოვნის 80% სკოლის მოსწავლეებზე მოდის, ეს ფაქტი ძალიან გვახარებს, გარკვეული მოთხოვნა არის ოჯახურ ტურებზეც. საკმაოდ ლოიალური შეთავაზება გვაქვს ბაზრისთვის, რიტაც ასევე  დიდ ინტერესს ვიწვევთ“, - ამბობს ნანა მასურაშვილი.

ცნობისთვის, კაკაბეთის მარანი • Kakabeti Cellar  კახეთში ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული ობიექტია. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთში მდებარე საოჯახო მარნის მფლობელი მასურაშვილების ოჯახია, სადაც სამეწარმეო საქმიანობაში ოჯახის თითქმის ყველა წევრი მონაწილეობს.

საოჯახო მარანი 35 წელზე მეტს ითვლის, თუმცა ბიზნესის სახით ოპერირება დაახლოებით 2 წლის წინ დაიწყო და მიმდინარე სეზონზე ყურადღება  მაღალი დონის მასტერკლასებით მიიქცია. 

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები