ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის დე ფაქტო პრეზიდენტმა, სამველ შაჰრამანიანმა გამოსცა განკარგულბა, რომლის მიხედვითაც, დაიშლება და 2024 წლის პირველი იანვრიდან არსებობას შეწყვეტს არაღიარებული რესპუბლიკის ყველა ე.წ. სახელმწიფო დაწესებულება და ორგანიზაცია.
ამ განკარგულების თანახმად, ყარაბაღის არაღიარებულმა რესპუბლიკამ თვითლიკვიდაციის შესახებ გამოაცხადა.
ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის ადგილობრივი მოსახლეობა აზერბაიჯანის მიერ წარდგენილ რეინტეგრაციის პირობებს გაეცნობა, რომლის შემდეგაც დამოუკიდებლად გადაწყვეტენ, სურთ თუ არა რეგიონში დაბრუნება.
უახლესი
7 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი