დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პროფესიონალების დეფიციტი ბიზნესის განვითარებას აფერხებს - ,,გრინპაკი" 

პროფესიონალების დეფიციტი ბიზნესის განვითარებას აფერხებს - ,,გრინპაკი" 

01-12-2023 11:00:24

სამეწარმეო ბიზნესში პროფესიულ კადრების დეფიციტია. განსაკუთრებით ვიწრო სპეციალობებზე, რაც ბიზნესის  განვითარებას სერიოზულ პრობლემას უქმნის.

ქაღალდისა და მუყაოს პროდუქციის მწარმოებელ უმსხვილეს ქართულ კომპანია ,,გრინპაკი“ ერთ-ერთია, რომელსაც კადრების სიმცირე ს განიცდის. 

როგორც „გრინპაკის" ხელმძღვანელი, ბიზნესმენი პაატა აბრამია Business Insider Georgia- თან ამბობს პრობლემის მოგვარებას რამდენიმე წლის წინ პროფესიულ სასწავლებლებთან ერთად შეეცადა, მაგრამ როგორც ამბობს, მაშინ ამ თანამშრომლობამ ვერ გაამართლა.

,,კადრების პრობლემა არის რეალურად, რაც ბიზნესისთვის დიდი დაბრკოლებაა. ამ ეტაპზე პროფესიული გადამზადების პროგრამები გააქტიურებულია, რასაც იმედით ვუყურებ. ყველა რანგის ტექნიკური კადრი გვჭირდება. დაწყებული ოპერატორებით, ვინც პროდუქციის გამოშვებაზე მუშაობს, ტექნიკური თანამშრომელი - ინჟინერი, მექანიკოსი და სხვა.

მთავარია, იყოს სურვილი, ყველაფრის შესწავლა შეიძლება. ადრე მქონდა მცდელობა, როცა გამოაცხადეს პროფესიულ სასწავლებლებთან ერთად კადრების მომზადებაზე ე.წ. დუალური სწავლების ფარგლებში, ,,გრინპაკიც" ჩაერთო. ისე მოხდა, რომ პროფესიული სასწავლებლები ცდილობდნენ კადრების ადგილზე მომზადებას, რომელიც რაოდენობრივად  უფრო მოთხოვნადია, მაგალითად, ელექტრიკოსი. ვიწრო სპეციალობები განზე რჩებოდა, ნაკლებად იჩენდნენ ინტერესს, მიდგომამ მაშინ ვერ გაამართლა" , - აცხადებს პაატა აბრამია.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ,,გრინპაკში" 30 ადამიანია დასაქმებული, მაგრამ  შესაძლებელია მეორე ამდენი ეტაპობრივად დასაქმდეს. 

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები