დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Pontus Rotana Resort & Spa - Gonio-ს პროექტში ოთახების 25%-ზე მეტი გაყიდულია - Pontus Development-ი

Pontus Rotana Resort & Spa - Gonio-ს პროექტში ოთახების 25%-ზე მეტი გაყიდულია - Pontus Development-ი

18-12-2024 13:00:00

 

კომპანია Pontus Development-ის პროექტი აჭარის რეგიონში, კერძოდ ქალაქ ბათუმთან ახლოს, გონიოში - საქართველოს ერთ-ერთ საკვანძო ტურისტულ და სწრაფად მზარდ ლოკაციაზე მდებარეობს.

„მშენებლობა 2023 წლის სექტემბერში დაიწყო და ის გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. დღეისათვის აშენებულია 3 ინფრასტრუქტურული ტიპის სართული და 15 საცხოვრებელი სართული, სადაც სასტუმროს ნომრებია განლაგებული. ასევე, პარალელურად მიმდინარეობს გარე პერიმეტრის ბლოკისა და საკომუნიკაციო შახტების მოწყობაც. პროცესი თავისი მოცემულობით შესაბამისობაშია საერთაშორისო, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს სტანდარტებთან, რაც ბრენდის (როტანას), როგორც მმართველი კომპანიის მოთხოვნების განუყოფელი ნაწილია“,- ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიაში განუცხადეს.

როგორც Pontus Development-ში აცხადებენ, მომხმარებლისთვის საახალწლოდ ექსკლუზიური შეთავაზება აქვთ,რომელიც 2025 წლის 1-ელ იანვრამდეა ხელმისაწვდომი.

კერძოდ, მომხმარებლებს შეუძლიათ განახორციელონ პირველადი შენატანი - 10%-დან, შიდა უპროცენტო განვადება - 36 თვე (2027 წლის ბოლომდე) და საბოლოო შენატანი - 30% -მდე .

რაც შეეხება მოთხოვნას, როგორც კომპანიაში აცხადებენ, პროექტთან მიმართებით ინტერესი მაღალია.

„ჩვენი პარტნიორების უმეტესი ნაწილი სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან და ევროპიდან არიან, მათ შორის ასევე არიან დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებიც. ეს მარტივად აიხსნება იმით, რომ Rotana-ს ბრენდი დიდი პოპულარობით სარგებლობს ამ რეგიონებში“,- აცხადებენ კომპანიაში.

შეგახსენებთ, რომ „პონტუს კაპიტალის“ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია „პონტუს დეველოპმენტი“. კომპანია, რომელიც აქტიურად ახორციელებს პროექტებს საქართველოში უძრავი ქონებისა და სასტუმრო სფეროების მიმართულებით. „პონტუს დეველოპმენტი“ საერთაშორისო ბრენდ როტანას პირველი წარმომადგენელია საქართველოში, რომელიც აშენებს 5 ვარსკვლავიან სასტუმროს სახელწოდებით - Pontus Rotana Resort & Spa - Gonio.

ინოვაციური პროექტი მნიშვნელოვან მოვლენად იქცა რეგიონისთვის და წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას ინვესტორებისთვის, მომგებიანი და საიმედო პასიური შემოსავლის სახით. გარდა Pontus Development-ის საქმიანობისა, ჰოლდინგი აერთიანებს სამშენებლო კომპანია Geverse Construction-ს, რომელიც უზრუნველყოფს მშენებლობის პროცესს მაღალი სტანდარტების დაცვით.

GEVERSE CONSTRUCTION-ის წარმატებულ პროექტებს აგრეთვე მიეკუთვნება:

• Geverse Batumi Complex - Block A, რაც წარმოადგენს საცხოვრებელი კორპუსს ქალაქის ცენტრში, რომელიც უკვე ამოქმედდა. ადგილობრივ მოსახლეობასა და ინვესტორებში კი დიდი მოთხოვნით სარგებლობს.

• Geverse Batumi Complex - Block B, მეორე საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც ასევე მდებარეობს ბათუმის ცენტრში, ახლახან დასრულდა მისი მშენებლობა და საცხოვრებლადაც მზად არის. პროექტები ხაზს უსვამს კომპანიის სტაბილურ პოზიციონირებას სამშენებლო სექტორში და ეკონომიკური ბაზარზე მდგრადი განვითარების შესაძლებლობებს ახლა კი უკვე სასტუმრო ბიზნესის სფეროში.

„ბრენდ Rotana-სთან უნიკალური პარტნიორობა საშუალებას აძლევს Pontus Development-ს კიდევ უფრო განავითაროს ტურიზმის სექტორი საქართველოში და ინვესტორებს შესთავაზოს ინოვაციური შესაძლებლობები სასტუმრო ინდუსტრიაში ინვესტირებისათვის კავკასიის რეგიონში“, - აცხადებენ კომპანიაში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები