დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პარლამენტმა მიკრო ბანკებთან დაკავშირებული ვრცელი საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა

პარლამენტმა მიკრო ბანკებთან დაკავშირებული ვრცელი საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა

22-02-2023 18:09:47

საქართველოში მიკრო ბანკების საქმიანობა და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი საფუძვლები, კანონით დარეგულირდება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მთავრობის ინიციატივით, „მიკრო ბანკების საქმიანობასთან დაკავშირებით“ შესაბამისი კანონპროექტი მომზადდა, რომელზეც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.

მომხსენებელმა, აღნიშნული კანონპროექტი და მისგან გამომდინარე 25 კანონპროექტი დეპუტატებს მესამე მოსმენით გააცნო და იმ რედაქციულ ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც საკანონმდებლო პაკეტში მეორე მოსმენის შემდეგ განხორციელდა.

მისივე თქმით, ცვლილებები კანონის ამოქმედების ვადასაც შეეხო, რომლის მიხედვითაც კანონი 2023 წლის 1 -ელ აპრილის ნაცვლად, 1-ელ ივლისს ამოქმედდება. ​

მიკრო ბანკებთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტი, პარლამენტმა 71 ხმით, ერთხმად, მესამე მოსმენით მიიღო.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები