საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მრავალშვილიან ოჯახს ახალი ბინის გასაღები გადასცა.
მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში, "ოცნების ქალაქში" 582 ბინიანი, სამი 12 სართულიანი საცხოვრებელი სახლი აშენდა.
პროექტის პირველი ეტაპის განხორციელებით 800 ბავშვს ღირსეული საცხოვრებელი პირობები ექნება.
პარალელურად აჭარის მთავრობამ "ოცნების ქალაქის" პროექტის მეორე ეტაპის პროცედურები დაიწყო, რაც მთლიანი ტერიტორიის დაგეგმარებას, სწორ ურბანულ განვითარებას, საგანმანათლებლო, საცხოვრებელი და რეკრეაციული სივრცეების შექმნას გულისხმობს.
ღონისძიებას საქართველოს და აჭარის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები დაესწრნენ.
უახლესი
11 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი