დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ონში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, 2 პირის ცხედარია ნაპოვნი - შსს

ონში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, 2 პირის ცხედარია ნაპოვნი - შსს

03-08-2023 23:15:12

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს:

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, 2 პირის ცხედარია ნაპოვნი.

ამ დროისთვის, მიმდინარეობს გარდაცვლილების ამოყვანა.

სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია 400-მდე მეხანძრე- მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები.

სტიქიის ადგილას იმყოფებიან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, იოსებ ჭელიძე, გიორგი ბუთხუზი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თეიმურაზ მღებრიშვილი.

ამ ეტაპზე, სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი.

სამაშველო ღონისძიება მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება".

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები