Ashley HomeStore (ეშლი ჰოუმსთორი) მომხმარებლებს რბილი ავეჯის მრავალფეროვან კოლექციას სთავაზობს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ კატეგორიის ავეჯზე სპეციალურად ოქტომბრიდან კეთდება აქცენტი და იმედოვნებენ, რომ წლის ბოლომდე ამ სეგმენტში გაყიდვები მნიშვნელოვნად გაიზრდება.
როგორც Business Insider Gerogia- თან „ეშლი ჰოუმსთორის" გენერალურმა მენეჯერმა გიორგი დაბრუნდაშვილმა განაცხადა, ოქტომბრის შეთავაზება არის სპეციალურად მათთვის, ვინც ოჯახური სივრცის მყუდროდ და კომფორტულად მოწყობას გეგმავს.
,,რბილ ავეჯზე გავაკეთებთ დიდ აქცენტს, ვაცხადებთ, რომ ,,ეშლისთვის“ ოქტომბერი რბილის ავეჯის თვეა. მომხმარებელს შეუძლია უმაღლესი ხარისხის ამერიკული რბილი ავეჯი შეიძინოს და მაქსიმალური კომფორტი შეიქმნას. ეს არის ჩვენი ყველაზე საინტერესო პოზიციაა - კომფორტული, ხარისხიანი, განსხვავებული ზომის და სტილის რბილი ავეჯი, რასაც მაღაზიაში განსხვავებული სივრცეები დავუთმეთ. ძალიან კარგი შეთავაზება გვაქვს მომხმარებლებისთვის, რომლებიც წელს რბილი ავეჯის განახლებას გეგმავენ. მცირე ზომის სტუდიოდან დაწყებული, დიდი ზომის ოთახამდე, ასორტიმენტი ყველა ტიპის ინტერიერისთვის გვაქვს“, - აცხადებს გიორგი დაბრუნდაშვილი.
რაც შეეხება ფასს, „ეშლი ჰოუმსთორის" გენერალური მენეჯერის ინფორმაციით, დამოკიდებულია ავეჯის მოდელებსა და დიზაინზე.
,,გაყიდვაშია როგორც ბიუჯეტური მიმართულება, ასევე საშუალო და პრემიუმ ხაზი, გააჩნია არჩევანს. მყიდველი გადაწყვეტილებას საკუთარი ბიუჯეტიდან გამომდინარე იღებს. რეალიზაციის თვალსაზრისით, ოქტომბრიდან მოყოლებული, წლის ბოლომდე რბილი ავეჯისთვის საკმაოდ აქტიური პერიოდია“, - ამბობს გიორგი დაბრუნდაშვილი.
მისი თქმით, ყველა პროდუქტი, რომელიც წარმოდგენილია ოფიციალურ შოურუმებში, შემოწმებულია ლაბორატორიულად კონსტრუქციის სიმყარეზე, ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულზე და ფლობს შესაბამის AFHA სერტიფიკატს.
ცნობისთვის, ამერიკული ბრენდი Ashley Home Store ქართულ ბაზარზე 2019 წელს შემოვიდა. ბრენდი 4 ფილიალით არის წარმოდგენილი.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი