„ნიკორას“ ბრუნვამ 2022 წელს ერთ მილიარდ ლარს გადააჭარბა. კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანიის ბრუნვა გასულ წელს, 2021 წელთან შედარებით, 35.1%-ით გაზარდა.
ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, რომ სს „ნიკორას“ 13 შვილობილი კომპანია ჰყავს, რომელთა სრული ან ნაწილობრივი მფლობელია. მათ შორის, 2 კომპანია (შპს „ნიკორა ბაკურიანი“ - 50%; შპს „რეფ-ენ“ - 63.1%) უძრავი ქონების სექტორში ოპერირებს.
ჯგუფის სტრუქტურა 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით:
სს „ნიკორა ტრეიდი“- 97%; შპს პარტნიორი; 100%, შპს ინტრეიდი - 100%; შპს მზარეული 1 -100%,შპს მულტიდტეიდი-100%, შპს ნაფარეულის ძველი მარანი -100%, შპს „ნიკორა ბაკურიანი“ -50%, შპს „რეფ ენ“-63%, შპს „ნიკორა“- 100%, შპს „კორიდა“ -100%, შპს „ოკეანე“-100%, შპს ჩვენი ფერმერი - 100%, შპს „ვაკიჯვრის კალმახი“ - 94%, შპს „კულინარი“ -50%, შპს „მილა საქართველო“-50%.
„ნიკორამ“ 29.8%-ით 538.8 მლნ ლარამდე გაზარდა აქტივები, ხოლო 121%-ით 130 მლნ ლარამდე გაზარდა კაპიტალი .
სს „ნიკორა ტრეიდი“ ბაზარზე მოქმედებს „ნიკორა სუპერმარკეტის” და ლიბრეს ბრენდებით. ნიკორას ქსელი ბაზარზე 2000 წელს გამოჩნდა, წლების მანძილზე აქტიურად ვითარდებოდა და დღეს ყველაზე მრავალრიცხოვანი ქსელია საქართველოს მასშტაბით. ზრდა მოხდა როგორც ორგანული განვითარების მეშვეობით, ასევე სხვა ქსელების სხვადასხვა ფორმით შესყიდვის გზით. განვითარების პროცესში „ნიკორა ტრეიდმა“ შეიძინა „სანდეის“ ქსელი დასავლეთ საქართველოში, „ველესის“ ქსელი, ჰიპერმარკეტი „ლიბრე“ და „ნუგეშის“ სუპერმარკეტების ქსელები.
2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანია 465 მაღაზიას ფლობდა მთელი საქართველოს მასშტაბით. იგი წარმოადგენს ყველაზე მსხვილ სუპერმარკეტების ქსელს ქვეყანაში მაღაზიების რაოდენობის მიხედვით. სტატისტიკა აჩვენებს, რომ მზარდია თანამშრომლების რაოდენობაც.
უახლესი
13 წუთის წინ
„წერტი“ წარმოებას აფართოებს32 წუთის წინ
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება „შავ პარასკევს”