ხელნაკეთი სათვალეებისა და საათების ცნობილი ბრენდი NIKOLO BREGA მომხმარებელს სიახლეს სთავაზობს. ორიოდე დღის წინ კომპანიამ ვერცხლის საათები ჩაუშვა წარმოებაში, რაზეც დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა.
კომპანიის დამფუძნებლის, ნიკოლოზ ბრეგაძის თქმით, ამ ეტაპზე წარმოებაშია როგორც ხისა და უჟანგავი მეტალის კონსტრუქციების საათები, ვერცხლის ჩარჩოს მქონე საათები, რომელიც იაპონური მექანიზმით არის დამზადებული და უმაღლესი ხარისხით გამოირჩევა.
,,ჩვენი ახალი პროდუქცია მაღალი სტანდარტით და დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა. ხესთან ერთად, სხვადასხვა მასალაზე ვმუშაობთ, როგორიცაა ვერცხლი, პლასტმასა და სხვა ლითონი. დიდი ხანია ვერცხლის საათებზე ვმუშაობთ და ორიოდე დღის წინ ჩავუშვით წარმოებაში.
საათს ერთწლიანი გარანტიაც მოჰყვება. ჩვენთან შეძენილი პროდუქცია, როგორც სათვალეები, ასევე საათები, არ არის საპრობლემო. დაზიანების შემთხვევაში, თუკი მსგავსი პრობლემა შეექმნება მომხმარებელს, მაქსიმალურად ვცდილობთ დახმარებას, კმაყოფილი მომხმარებელი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამით არის განპირობებული სანდოობა, რასაც კლიენტები ჩვენი ბრენდის მიმართ იჩენენ“, - ამბობს ნიკოლოზ ბრეგაძე Business Insider Georgias- თან.
მისი ინფორმაციით, საათების ახალი კოლექცია გაყიდვაში მალე ჩაეშვება. რაც შეეხება ფასს, პროდუქცია საშუალო და მაღალ სეგმენტზეა გათვლილი. ხის საათები 400 ლარიდან იყიდება, უჟანგავი მეტალის საათი 300-დან 400ლარამდეა, ხოლო ვერცხლის მოდელების ღირებულება 1000-2000 ლარის ფარგლებშია. აღსანიშნავია, რომ NIKOLO BREGA პირველია ქართულ ბაზარზე, ვინც ხის სათვალეები და საათები შესთავაზა მომხმარებელს და დღეს უკვე ასზე მეტი მოდელი აქვს შექმნილი.
NIKOLO BREGA-ს მომხმარებლებს შორის არიან ტურისტებიც, როგორც ბრენდის დამფუძნებელი აღნიშნავს, მოთხოვნა წლის ოთხივე სეზონზე აქტიურია. კომპანია ბაზარზე 2016 წელს დაფუძნდა და ამ ეტაპზე წარმოდგენილია საერთაშორისო ბზარებზეც: ამერიკაში 3 შოურუმი გახსნილი: 2 ნიუ იორკში, 1 - ლოს-ანჯელესში.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი