უმმი • ummy მომხმარებლებს და ყველა დაინტერესებულ პირს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს. Raw Food-ის ანუ ცოცხალი საკვების პირველი კაფე-სამზარეულოს დამფუძნებელი სალომე კალანდაძე Business Insider Georgia- თან ამბობს, რომ მეორე წელია,აქტიურად ტარდება მასტერკლასები, სადაც მოქალაქეები ვეგანური კერძების დამზადების ტექნოლოგიას ეცნობიან.
,,ინტერესი თავიდანვე იყო, რადგან ჩვენი კულინარიის ტექნოლოგიას არ იცნობდა საზოგადოება. მარკეტინგის ნაწილია, ვასწავლით, რომ გავერკვიოთ უკეთ და როგორ მოვამზადოთ უმი ვეგანური კერძები, ვუზიარებთ ინფორმაციას. 2 წელია, რაც მასტერკლასები ტარდება. ცოტათი გაიზარდა ინტერესი, ვერ ვიტყვი, რომ ბუმია", - ამბობს სალომე კალანდაძე და Business Insider Georgia- თან მიმდინარე სეზონსაც აფასებს. ,,მოთხოვნა სტაბილურად შენარჩუნდა. ტრადიციულად ისევ მეზობელი ქვეყნების მოქალაქეები აქტიურობენ, განსაკუთრებით რუსები და უკრაინელები. ჩვენი კაფე ტურისტულ ლოკაციაზეა და ძირითადი მომხმარებლები ტურისტები არიან.
ნეგატიური ტენდენციაა, რომ წელს ევროპული სეგმენტი მოგვაკლდა. მთლიანობაში, ვეგანური კვებით დაინტერესებული მოქალაქეების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა მეტს ვისურვებდი", - ამბობს სალომე კალანდაძე.
მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე 40-მდე მასტერკლასია ჩატარებული. რაც შეეხება საკვების დამზადების ტექნოლოგიას, ოთხი ძირითადი მეთოდია: გაღივება, დეჰიდრატაცია, ფრიზინგი და ფერმენტაცია - ასე იქმნება უმი პიცა, გამომშრალი პური, ყაბაყის სპაგეტი და ა.შ.
,,უმმი" ამჟამად 2 ობიექტით არის წარმოდგენილი და 15 ადამიანს ასაქმებს.
უახლესი
35 წუთის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა