Brent ნავთობის ნოემბრის ფიუჩერსები ლონდონის ICE Futures ბირჟაზე 15:47 საათზე ბარელზე 92,54 დოლარად გაიყიდაა, რაც 0,48 დოლარით (0,52%) აღემატება წინა სესიის დახურვის მაჩვენებელს.
ნავთობის საორიენტაციო ფასი ოთხშაბათს ნაშუადღევს უფრო მაღალი დარჩა ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ყოველთვიური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ. საგულისხმოა,რომ ჯერ აშშ-ის ნავთობის მარაგების შესახებ ოფიციალურ მონაცემები არ არის ცნობილი.
თურქული მედიის ცნობით, ნავთობის მოპოვება ნავთობის ექსპორტიორ ქვეყნებში (OPEC) აგვისტოში წინა თვესთან შედარებით, დღეში 113 ათასი ბარელით გაიზარდა და 27 მილიონ 450 ათასი ბარელი შეადგინა.
OPEC-ის ნავთობის ბაზრის ყოველთვიური ანგარიშის მიხედვით, მოპოვების ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა ირანში, ნიგერიასა და ერაყში. ნავთობის ყოველდღიური მოპოვება ირანში 143 ათასი ბარელით გაიზარდა, ნიგერიაში 98 ათასი ბარელით და ერაყში 38 ათასი ბარელით.
ნავთობის მიწოდება ჯგუფის უმსხვილეს მწარმოებელ საუდის არაბეთში გასულ თვეში ივლისთან შედარებით დღეში 88 ათასი ბარელით შემცირდა, ანგოლაში - 60 ათასი ბარელით, ვენესუელაში - 42 ათასი ბარელით.
აგვისტოში OPEC-ის ნავთობის მოპოვების წილი გლობალურ წარმოებაში 27,2%-მდე გაიზარდა.
ნავთობის მსოფლიო მოპოვება აგვისტოში ივლისთან შედარებით არ შეცვლილა. შესაბამისად, აგვისტოში ნავთობის მსოფლიო მიწოდებამ დაახლოებით 100 მილიონ 700 ათასი ბარელი შეადგინა. ამავე პერიოდში ოპეკის არაწევრი ქვეყნებიდან წარმოება დღეში 100 ათასი ბარელით შემცირდა და 73 მილიონ 300 ათასი ბარელი შეადგინა.
ნავთობის საბურღი პლატფორმების რაოდენობა მსოფლიოში გასულ თვეში 34-ით შემცირდა და 1860-ს მიაღწია. OPEC-ის ქვეყნებმა დაამატეს 6 პლატფორმა, ხოლო OPEC-ის არაწევრ ქვეყნებში მათი რაოდენობა 40-ით შემცირდა.
ჩინეთში მოსალოდნელი ეკონომიკური აღდგენა, რაც 2024 წელს ნავთობის მოხმარების გაზრდას გამოიწვევს.
ანგარიშში მიმდინარე წლის ნავთობზე გლობალური მოთხოვნის პროგნოზი უცვლელი დარჩა. ანგარიშის მიხედვით, გლობალური მოთხოვნა ნავთობზე მიმდინარე წელს გასულ წელთან შედარებით 2,4 მილიონი ბარელით გაიზრდება და 102,1 მლნ ბარელს მიაღწევს.
ექსპერტების აზრით, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ქვეყნებში მოთხოვნა გაიზრდება 120 ათასი ბარელით დღეში 46,1 მლნ ბარელამდე, ხოლო OECD-ის არაწევრ ქვეყნებში - 2,3 მლნ ბარელით დღეში 55,9 მლნ ბარელამდე.
მომავალ წელს მსოფლიო ნავთობზე მოთხოვნა გაიზრდება 2,2 მილიონი ბარელით დღეში მიმდინარე წელთან შედარებით და საშუალოდ დღეში 104,3 მლნ ბარელს შეადგენს.
მოსალოდნელია, რომ ზრდა გამოწვეული იქნება უფრო სწრაფი გლობალური ზრდით, ჩინეთის მოსალოდნელი ეკონომიკური აღდგენისა და ნავთობის გაზრდილი მოხმარების შემდეგ.
უახლესი
11 საათის წინ
ოქტომბერში სესხების ლარიზაცია გაიზარდა12 საათის წინ
ბიტკოინის ღირებულება $100,000-ს უახლოვდება