ნავთობის ფასი იზრდება. ლონდონის ICE Futures ბირჟაზე Brent-ის ნავთობის სექტემბრის ფიუჩერსების ფასი 0,28 დოლარით (0,37%) გაიზარდა და ბარელზე 76,80 დოლარი შეადგინა.
6 ივლისს ვაჭრობის შედეგად Brent-ის ტიპის ნავთობის სექტემბრის ფიუჩერსები 0,13 დოლარით (0,17%) დაეცა და ბარელზე 76,52 აშშ დოლარი იყო.
WTI ნავთობის აგვისტოს ფიუჩერსების ფასი ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე (NYMEX) ელექტრონულ ვაჭრობაში 0,26 დოლარით (0,36%) გაიზარდა და ბარელზე 72,06 აშშ დოლარი შეადგინა. 6 ივლისს ვაჭრობის შედეგად WTI ნავთობის აგვისტოს ფიუჩერსების ფასი 0,01 დოლარით (0,01%) გაიზარდა, ბარელზე 71,80 აშშ დოლარამდე.
უახლესი