საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია სტუმრობს, რომლის წარმომადგენლები დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნათია თურნავას შეხვდნენ.
სსფ-ის მისია საქართველოში ფონდის IV მუხლის დებულების მიხედვით პერიოდულად ხორციელდება და მისი მიზანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობის, ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის შეფასებაა.
სსფ-ის მისიის წევრებთან შეხვედრას ასევე დაესწრნენ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები - ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა.
შეხვედრაზე სებ-ის მენეჯმენტმა სსფ-ის მისიის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ძირითად მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე. ასევე, გააცნო მონეტარული პოლიტიკისა და ფინანსური სტაბილურობის მიმოხილვები.
უახლესი