დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ნაყინის მთავარი მწარმოებელი ქვეყნები ევროკავშირში - რეიტინგი

ნაყინის მთავარი მწარმოებელი ქვეყნები ევროკავშირში - რეიტინგი

16-08-2023 20:00:16
2022 წელს ევროკავშირმა 3,2 მილიარდი ლიტრი ნაყინი აწარმოა, რაც წინა წელთან შედარებით 5%-ით მეტია.

ევროკავშირის ქვეყნებს შორის 2022 წელს ნაყინის მთავარი მწარმოებელი გერმანია იყო, რომელმაც 620 მილიონი ლიტრი ნაყინი აწარმოა, მეორეა საფრანგეთი (591 მილიონი ლიტრი), ხოლო მესამე იტალია (571 მილიონი ლიტრი).

გარდა იმისა, რომ გერმანია 2022 წელს ნაყინის უმსხვილესი მწარმოებელი იყო, საშუალოდ ყველაზე იაფ ნაყინს აწარმოებდა (1,5 ევრო ლიტრზე). საფრანგეთში 1 ლიტრ ნაყინზე საშუალო ფასი 1,9 ევრო იყო  ხოლო იტალიაში საშუალო ფასმა 2,3 ევრო შეადგინა. 

ყველაზე ძვირადღირებული ნაყინი დამზადდა ავსტრიაში, საშუალო ფასი (ლიტრზე) 7,0 ევრო. ნაყინის სიძვირით მეორეა დანია (4,4 ევრო ლიტრზე), ხოლო მესამე ფინეთი (2,8 ევრო ლიტრზე).

საფრანგეთს ნაყინის მთლიანი ექსპორტის მეხუთედი უკავია. ევროკავშირის გარეთ 2022 წელს ევროკავშირის ქვეყნებმა არაწევრ ქვეყნებში 250 მილიონი კილოგრამი (კგ) ნაყინის ექსპორტი განახორციელეს. საერთო ღირებულება (930 მილიონი ევრო).

მეორე მხრივ, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან ნაყინის იმპორტმა 61 მილიონი კგ შეადგინა, რაც 203 მილიონ ევროს შეადგენს.

ევროკავშირის გარეთ ნაყინის იმპორტის რაოდენობა 2022 წელს 2021 წელთან შედარებით 14%-ით, ხოლო ექსპორტი მხოლოდ 2%-ით შემცირდა.

2022 წელს საფრანგეთმა 53 მილიონი კგ ნაყინი გაიტანა, რაც ევროკავშირის გარეთ ნაყინის ექსპორტის 21%-ს შეადგენს. საფრანგეთი ნაყინის უმსხვილეს ექსპორტიორი გახდა და ევროკავშირის ყველა ქვეყნას უსწრებს. მათ შორის ნიდერლანდებს (42 მილიონი კგ ნაყინი; ევროკავშირის ექსპორტის 17%), იტალიას (31 მილიონი კილოგრამი; ევროკავშირის ექსპორტის 13%), გერმანიას (28 მილიონი კგ ნაყინი; ევროკავშირის ექსპორტის 11%) და ბელგიას (23 მილიონი კილოგრამი; ევროკავშირის ექსპორტის 9%).

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები