მწარმოებელთა ფასების ინდექსი სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე წინა თვესთან შედარებით 0.6 პროცენტით გაიზარდა. როგორც „საქსტატში“ განმარტავენ, აღნიშნულ პერიოდში ფასების 3.2 პროცენტით
ზრდა დაფიქსირდა საჰაერო ტრანსპორტის მომსახურებაზე.
ამასთან, სახმელეთო ტრანსპორტის მომსახურებისა და მილსადენებით ტრანსპორტირების მომსახურებაზე ფასები გაიზარდა 0.2 პროცენტით, ხოლო დასაწყობებასა და დამხმარე სატრანსპორტო მომსახურების ჯგუფზე ფასები
შემცირდა 0.7 პროცენტით.
წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსი შემცირდა 10.0 პროცენტით. აღნიშნულ პერიოდში ფასების კლება დაფიქსირდა წყლის ტრანსპორტის მომსახურებაზე 40.6 პროცენტით, ხოლო საჰაერო ტრანსპორტის მომსახურებაზე 36.1 პროცენტით. ამასთან, სახმელეთო ტრანსპორტის მომსახურებისა და მილსადენებით ტრანსპორტირების მომსახურების ჯგუფზე ფასები გაიზარდა 1.5 პროცენტით, ხოლო დასაწყობებასა და დამხმარე სატრანსპორტო მომსახურებაზე 1.8 პროცენტით.
უახლესი
15 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება