საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და ფრენების აღდგენის შესახებ Twitter-ზე ეხმაურება.
„მორიგი რუსული პროვოკაცია! საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენა და სავიზო რეჟიმის გაუქმება მიუღებელია, სანამ რუსეთი განაგრძობს აგრესიას უკრაინაზე და ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორია!“ - წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს 2023 წლის 15 მაისიდან აუქმებს. შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.
უახლესი
1 საათის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია