დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მნიშვნელოვანია, ინფლაცია იყოს პროგნოზირებადი, რომ ბიზნესმა თავისი საქმიანობა დაგეგმოს - ირაკლი ლექვინაძე

მნიშვნელოვანია, ინფლაცია იყოს პროგნოზირებადი, რომ ბიზნესმა თავისი საქმიანობა დაგეგმოს - ირაკლი ლექვინაძე

08-03-2024 16:00:00

ყოველთვის ვცდილობთ, რომ ამ ფასების ზუსტი ანატომია დავინახოთ, თუ რა განაპირობებს ჩვენთან იმ ფასწარმოქმნას, რაც რეალურად გაგვაჩნია, - ამის შესახებ  „იმედის დილის“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, სააგენტოს მიერ ფასების მონიტორინგის პროცესი ახლაც გრძელდება და ეს საკითხი მუდმივი ყურადღების ქვეშ არის.

„თუ ჩვენ ვხედავ არასაბაზრო ფაქტორების გავლენას ფასწარმოქმნებში ასეთ დროს მინიმუმ გაქვს კონსულტაციები სექტორთან რათა გავიგოთ რა არის ამ ყველაფრის მიზეზი. თუ არასაბაზრო ფაქტორების გავლენა და წილი დიდია ბუნებრივია ვმოქმედებთ იმ კანონმდებლობის მიხედვით, რომელიც კონკურენციის სფეროში საქართველოს გააჩნია და მისი მთავარი მიზანია სამართლიანი ფასების უზრუნველყოფა. არა დაბალი ფასების უზრუნველყოფა, არამედ სამართლიანი ფასების უზრუნველყოფა. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ მსოფლიო ეკონომიკის ნაწილი ვართ საწვავზე და ძალიან ბევრ პროდუქტებზე. გლობალური პროცესების გავლენა დიდია. 

ბევრი რამის შედარება შეიძლება დროში, მაგრამ კონტექსტის გარეშე მხოლოდ ფასების შედარება არის დიდი სურათის დაკარგვა. 2012 წლიდან დღემდე რამდენი პოლიტიკური და ეკონომიკური კატაკლიზმა გაიარა მსოფლიომ, პანდემია და სოციალური ფაქტორები. მიუხედავად ამ გლობალური ფაქტორებისა, კარგად ხედავ როგორი ინფლაციური პროცესებია მსოფლიოში. 

ზოგადად ინფლაცია და ფასების ზრდა ეკონომიკური ზრდის თანმდევი პროცესია. მთავარია ეკონომიკური ზრდა იყოს უფრო მეტი ვიდრე გაქვს ინფლაცია. მთავარია ნომინალური და დასაქმებულთა ხელფასების ზრდა იყოს იმაზე მეტი ვიდრე გაქვს ფასების ზრდა. მთავარია ინფლაცია იყოს პროგნოზირებადი. როდესაც წლის ბოლოს გვეტყვიან, რომ სამიზნე არის 1, 2 ან 3 % ბიზნესისთვის ეს არის მყარი ნიშნული თუ როგორ დაგეგმოს საკუთარი საქმიანობა“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები