დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მარწყვის სათბურს 6 თვეა ვყიდით, რეალური ინვესტორი არ ჩანს - ,,აგროსფეისი“

მარწყვის სათბურს 6 თვეა ვყიდით, რეალური ინვესტორი არ ჩანს - ,,აგროსფეისი“

08-11-2023 17:00:55

ზუსტად მეექვსე თვეა, რაც მარწყვის მსხვილი მწარმოებელმა კომპანია ,,აგროსფეისმა“ ბიზნესის გაყიდვის შესახებ განაცხადა. ამ ეტაპზე სიახლე ფაქტობრივად არაფერია.

როგორც Business Insider Georgia - თან ,,აგროსფეისის“ დამფუძნებელი თენგიზ სალუქვაძე აცხადებს, ინტერესი რამდენიმემ გამოთქვა, თუმცა ჯერჯერობით საქმე ბოლომდე არ მისულა.

„კომპანია გაყიდვაშია, ჯერჯერობით არ გვაქვს სიახლე, რაზეც შეიძლება გავამახვილოთ ყურადღება. ცხადია, გარკვეული დაინტერესება შეიმჩნევა, მაგრამ რეალური მყიდველი ამ ეტაპზეც არ არის. მიზანს, თუ რა გვექნება გეგმაში კომპანიის გაყიდვის შემდეგ და რას განვახორციელებთ, ჯერ ამაზე საუბარი ძალიან ადრეა.

შესაბამისად, ვერ ვისაუბრებ იმაზეც, რატომ გადაწყდა წარმატებული ბიზნესის გასხვისება. განვითარების მაღალ დონეს მივაღწიეთ, მაქსიმალური პირობები შევქმენით, რომ ქართული ბაზრისთვის ხარისხიანი პროდუქცია მიგვეწოდებინა და ექსპორტზეც მოგვესინჯა ძალები. ეს ყველაფერი გამოგვივიდა. ველოდებით, რომ მომავალში მეტი წინსვლა გვექნება ამ საქმეში და რეალური ინვესტორიც გამოჩნდება, კონკრეტულ დეტალებზე ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებთ", - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი Business Insider Georgia - თან.

ცნობისთვის, კომპანია ,,აგროსფეისი“ მარწყვის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია საქართველოში. კომპანიამ ოპერირება 2020 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აზიზქენდში დაიწყო.

სასათბურე მეურნეობა 5 500 კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული და წლიურად, 40 ტონა მარწყვის წარმოებაა შესაძლებელი.

კომპანია სახელმწიფო პროგრამა ,,იაფი აგროსესხის“ ბენეფიციარია. ჯამურად, 1,5 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები