Manik Jewellery უკვე თბილისი მოლშია. Manik Jewellery ქართული ხელნაკეთი სამკაულის ბრენდია, რომელიც აწარმოებს 925 სინჯის როდირებულ ვერცხლს და 750 სინჯის ოქროს სამკაულს ბუნებრივი და ძვირფასი თვლებით.
მანიკი ლალის ძვირფასი ქვაა. იგი კორუნდის მინერალის გამორჩეული სახეობაა, რომელიც ცნობილია თავისი თვალშისაცემი ვიზუალითა და ძლიერი მეტაფიზიკური თვისებებით. ლალი სიცოცხლისა და სიძლიერის სიმბოლოა.მის ცეცხლოვან ენერგეტიკას შეუძლია პოზიტიური ცვლილებების მოტანა. ამ საოცარი თვისების გამო მას ‘’ძვირფასი ქვების მეფედაც’’ მოიხსენიებენ.
2021 წელს რძლებმა ანი გულუამ და ანჟელა მარკოიშვილმა ქართული ბრენდის „მანიკის“ დაარსებით გააცოცხლეს პატარა, თუმცა დიდი დატვირთვის მქონე, სამკაულის მაგია, ოჯახური კავშირისა და ერთიანობის გამყარების სიმბოლო.
„მანიკი“, რომელიც მათი საერთო ენთუზიაზმით იშვა, სცდება უბრალო აქსესუარის კონცეფციას. იგი არის ღრმა სულიერი კავშირის გამტარი, რომელიც განასახიერებს ოჯახის ერთიანობის არსს.
„მანიკის“ თითოეული სამკაულის დიზაინი ექსკლუზიურია. იგი უხილავი ძაფით გაკავშირებთ თქვენთვის ძვირფას და საყვარელ ადამიანებთან, რათა შექმნათ მუდმივი და ურყევი სიყვარულის ჯაჭვი. აღმოაჩინე „მანიკის“ სამყარო, სადაც თითოეული ნაკეთობა მოგვითხრობს სიყვარულის, ერთიანობის და ძლიერი ოჯახური კავშირის ამბავს.
უახლესი
18 საათის წინ
როგორის Meama-ს მიმდინარე შეთავაზებები