ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქალაქეების ანგარიშებზე, მათი თანხმობით, ხდება რუსეთიდან ფულის გადმორიცხვა. აღნიშნული ტრანზაქციისთვის კი საქართველოს მოქალაქე იღებს გარკვეულ გასამრჯელოს და გადმორიცხულ თანხას და მის ადრესატს უბრუნებს.
აღნიშნულ ტრანზაქციაზე კი სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა აცხადებს, რომ კანონდარღვევაა და ამ სერვისის გაწევა საჭიროებს ლიცენზირებას.
„ასეთი თუ ხდება არის არალეგალური. არამხოლოდ სანქციებთან მიმართებაში, არამედ ზოგადად. როდესაც ჩვენ ფინანსურ სერვისს ვახორციელებთ და ვაწვდით სხვა მომხმარებელს, ამ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება ლიცენზია.
როდესაც ამას ვაკეთებთ ლიცენზიის გარეშე, ეს კანონდარღვევაა“, - აცხადებს პაპუნა ლეჟავა.
შეგახსენებთ,რომ მარტში ფულად გზავნილებში რუსეთი პირველია. რუსეთის ფედერაციიდან - $223,565.300 გადმოირიცხა - წლიური ზრდა 728%-ია.
საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს, რუსეთიდან საქართველოში 62 304 იმიგრანტი შემოვიდა.
უახლესი