ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიამ LinkedIn მიზნობრივი რეკლამის ჩვენების მიზნით, ევროკავშირის ფარგლებში მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების უკანონო დამუშავებისთვის, 310 მილიონი ევროთი დააჯარიმა.
ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
Microsoft Corp.-ის კუთვნილმა LinkedIn-მა ახლა მონაცემთა დამუშავება ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგად რეგულაციასთან (GDPR) შესაბამისობაში მოსაყვანად უნდა განახორციელოს.
ირლანდიური მარეგულირებლის ხელმძღვანელის გრეჰემ დოილის თქმით, LinkedIn-ის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავება შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე არის მონაცემთა სუბიექტების მონაცემთა დაცვის ფუნდამენტური უფლების აშკარა და სერიოზული დარღვევა.
LinkedIn-მა განაცხადა, რომ საქმე 2018 წლის პრეტენზიებიდან გამომდინარეობს.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვჯერა, რომ ვაკმაყოფილებთ მონაცემთა დაცვის ზოგად რეგულაციას, ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რომ ჩვენი სარეკლამო პრაქტიკა შეესაბამებოდეს ამ გადაწყვეტილებას IDPC-ის ვადამდე“, - თქვა კომპანიის წარმომადგენელმა.
საგულისხმოა, რომ ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიამ გამოძიება LinkedIn-ის მონაცემთა პრაქტიკის შესახებ საფრანგეთის მონაცემთა მარეგულირებელთან შეტანილი საჩივრის შემდეგ დაიწყო. LinkedIn-ს, ისევე როგორც ბევრ სხვა მსხვილ ტექნიკურ კომპანიას, აქვს თავისი ევროპული შტაბი ირლანდიაში, რაც ნიშნავს, რომ ადგილობრივმა მარეგულირებლებმა უნდა აღასრულონ ევროკავშირის წესები.
უახლესი
32 წუთის წინ
კიბერრჩევები შავი პარასკევისთვის