ლიბერთის თანადგომითა და პარტნიორობით, საქართველოს ბუღალტერთა კავშირის მიერ, ფინანსური სექტორის წლის ყველაზე მასშტაბური დაჯილდოების ცერემონია - ბუღალტერთა და ფინანსისტთა დაჯილდოება - 2023 ჩატარდა.
აღნიშნული ღონისძიება ტრადიციულად 4 წელია რაც ბუღალტერთა კავშირის მიერ ტარდება და მისი მიზანია ფინანსურ სექტორში გასული ერთი წლის მანძილზე მნიშვნელოვანი მოვლენების გაცნობა და საჯარო და კერძო სტრუქტურებთან ახალი ბიზნეს კონტაქტების დამყარება. წლევანდელი ღონიძიების მონაწილეები ბუღალტერთა კავშირის წლიურ ანგარიშს გაეცნენ, რითაც შეფასდა პროფესიული ორგანიზაციის საქმიანობა და გასული წლის მანძილზე განხორციელებული პროექტები.
,,4 წელია რაც ბუღალტერთა კავშირი აწყობს ფინანსისტთა და ბუღალტერთა დაჯილდოების ცერემონიას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიყოთ ასეთი მასშტაბის ღონისძიების ორგანიზატორები. ცერემონიაზე წარვადგინეთ წლიური ანგარიში და მიმოვიხილეთ ის სიახლეები და მიღწევები, რაც 2023 წელს განვახორციელეთ. გამოვავლინეთ 10-მდე ნომინაციაში გამარჯვებულები. გვიხარია, რომ შევქმენით შესაძლებლობა აღვნიშნოთ და გამოვყოთ სფეროს მიღწევები და სტიმული მივცეთ ადამიანებს აკეთონ საკუთარი საქმე კიდევ უფრო დიდი ენთუზიაზმით. ღონისძიებაზე დამსწრეთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. მათი სურვილი, რომ იყვნენ ფინანსური სექტორის მნიშვნელოვანი ღონისძების მონაწილეები, წლიდან-წლამდე უფრო და უფრო იმატებს. წელს ჩვენი და ღონისძიების ახალი მხარდამჭერის - ლიბერთი ბანკის თანამშრომლობა, კიდევ უფრო მეტი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების დასაწყისია.." - ტატა ბერიძე, ბუღალტერთა კავშირის მმართველმა დირექტორი
,,მოხარული ვართ, რომ წელს ლიბერთის მხარდაჭერითა და თანადგომით, ფინანსური სექტორის მასშტაბური ღონისძიება - ფინანსისტთა და ბუღალტერთა დაჯილდოება გაიმართა.
ლიბერთი არის ბანკი, რომელიც დინამიურად ვითარდება ყველა საბანკო მიმართულებით და მომხმარებელს მასზე მორგებულ სერვისებსა და მომსახურებებს სთავაზობს. გასული წელი საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგით დაასრულა ბანკმა და წელსაც ბიზნეს მიმართულების მიზანია, რაც შეიძლება მეტად გავზარდოთ ფინანსურ რესურსსა და საბანკო სერვისებზე ხელმისაწვდომობა. ასევე უნდა აღინიშნოს ბანკის დისტანციური მიმართულების მნიშვნელობა ბიზნესთან ურთიერთობის კუთხით. საქართველოს ყველა რეგიონში, განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, ნებისმიერი პირისთვის ხელმისაწვდომია სიმარტივით და მოქნილობით გამორჩეული ციფრული სერვისები. ვულოცავთ ყველა გამარჯვებულს, პროფესიულ ჯილდოს და ვიმედოვნებ, ბუღალტერთა კავშირთან თანამშრომლობით არაერთი საინტერესო პროექტი დაიწყება “ - ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.
ბუღალტერთა კავშირის შესახებ
ეს არის პროფესიული ორგანიზაცია, რომელიც მუდმივად ზრუნავს სფეროს განვითარებაზე და რეგულარულად ახორციელებს საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტებს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
ლიბერთის შესახებ
ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.
უახლესი