სავალუტო ბაზარზე მიმდინარე პროცესმა ექსპორტიორები საგრძნობლად დააზარალა. როგორც ექსპორტიორი, „იაგოს ღვინოს“ დამფუძნებელი იაგო ბიტარიშვილი Business Insider georgia- ამბობს, მნიშვნელობა არ აქვს, ბიზნესი ერთნაირად ზარალდება როგორც ლარის გაუფასურების, ასევე გამყარების გამოც.
„ექსპორტისთვის ეროვნული ვალუტის მყარ კურსს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან სტაბილურობის განმსაზღვრელია. ასეა ღვინის გაყიდვებშიც, ჩვენი მთავარი პრობლემა ლარის კურსია. როგორც წესი, ლარის გამყარებას ექსპორტის მთავარ დაბრკოლებად მიიჩნევენ, მაგრამ მთავარი პრობლემა არასტაბილური კურსია.
მაღალი თუ დაბალი - ნებისმიერი მაჩვენებელი მისაღები იქნებოდა, თუ რყევები არ იქნება. ყველაზე მეტად სწორედ სავალუტო რყევების გამო ვზარალდებით. მთავარია სტაბილურობა, რომ დაგეგმილის განხორციელებაში ხელი არ შეგვეშალოს. ამდენად, ლარის კურსი ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია, რადგან ფასს ზრდის და კონკურენციის მხრივ ქმნის ექსპორტზე პრობლემას", - აცხადებს იაგო ბიტარიშვილი.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკის 23 ივნისის ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6284 ლარს შეადგენს.
უახლესი
7 საათის წინ
ნოემბერში სებ-მა რეზერვები 85.7 მლნ დოლარით შეავსო