დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კვირის ბოლომდე კომერციული ბანკები სახაზინო სამსახურს 500 მლნ ლარის დეპოზიტს დაუბრუნებენ

კვირის ბოლომდე კომერციული ბანკები სახაზინო სამსახურს 500 მლნ ლარის დეპოზიტს დაუბრუნებენ

31-01-2024 09:09:00

30 იანვარს, გაიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 1 თვიანი ვადიანობის, უზრუნველყოფილი დეპოზიტის აუქციონი.

აუქციონზე განთავსებული დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 300 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 9.5050 პროცენტით.

აღნიშნული სახსრები კომერციულ ბანკებში განთავსდება 31 იანვარს.

ასევე, მიმდინარე კვირაში კომერციული ბანკები სახაზინო სამსახურს დაუბრუნებენ  500 მილიონი ლარის დეპოზიტს.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები