დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კურორტების განვითარების სააგენტომ საქართველოს  ყველა რეგიონში უკვე შეისწავლა 100-ზე მეტი კურორტი და საკურორტო ადგილი - ალექსანდრე ონოფრიშვილი

კურორტების განვითარების სააგენტომ საქართველოს ყველა რეგიონში უკვე შეისწავლა 100-ზე მეტი კურორტი და საკურორტო ადგილი - ალექსანდრე ონოფრიშვილი

17-05-2023 15:43:07

ჩვენი საკურორტო პოტენციალის მაქსიმალურად და ეფექტიანად ათვისება ხელს შეუწყობს როგორც რეგიონებში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, - ამის შესახებ კურორტების განვითარების სააგენტოს ხელმძვანელმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა განაცხადა, რომელმაც დღეს მაჟორიტარ დეპუტატებთან, სახელმწიფო რწმუნებულებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 
სააგენტოს დირექტორმა, ალექსანდრე ონოფრიშვილმა მოწვეულ სტუმრებს,  კურორტებისა და საკურორტო ადგილების მოძიებისა და შესწავლის I ფაზის განხორციელების შედეგად შერჩეული კურორტებისა და საკურორტო ადგილების განვითარების კონცეფციების, მომზადებული კვლევებისა და მათი  ეფექტიანად განხორციელების მიზნით  დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.  
„სააგენტომ საქართველოს  ყველა რეგიონში  უკვე შეისწავლა 100-ზე მეტი კურორტი და საკურორტო ადგილი. არსებული რესურსების ეფექტიანად ათვისების, წარმატებული და ეკონომიკურად მომგებიანი პროექტების განხორცილებისთვის, უმნიშვნელოვანესია ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობა და ჩვენ მომავალშიც აქტიურად ვითანამშრომლებთ რეგიონების წარმომადგენლებთან,“-აღნიშნა ალექსანდრე ონოფრიშვილმა.  
აღნიშნული პროექტების განხორციელებაში ჩართულმა საერთაშორისო კვლევითმა ორგანიზაციებმა, წარმოადგინეს  ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევები და საინვესტიციო შეთავაზებები გურიის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში შერჩეულ კურორტებსა დ საკურორტო ადგილებზე.
შეხვედრას მაჟორიტარი დეპუტატები, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სახელმწიფო რწმუნებულები, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები  და სამთავრობო სექტორის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 
კურორტებისა და საკურორტო ადგილების სწორი დაგეგმვის, განვითარებისა და არსებული გამოწვევების შესწავლის მიზნით კურორტების განვითარების სააგენტომ I ფაზაში შეისწავლა 100-ზე მეტი კურორტი და საკურორტო ადგილი, რომელიც საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს მოიცავდა, რის შემდეგაც დაიწყო ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევებისა და საინვესტიციო შეთავაზებების მომზადება. კურორტების განვითარება მაღალპროფესიულ დონეზე მომზადებული სივრცითი დაგეგმვის დოკუმენტებისა და ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევების საფუძველზე ხდება, რაც იძლევა საშუალებას წინასწარ განისაზღვროს ქვეყნისთვის ეკონომიკურად და სოციალურად მომგებიანი და წარმატებული პროექტები და მოხდეს მოსალოდნელი შედეგების სწორი პროგნოზირება. 
დღეისათვის დაწყებულია კურორტებისა და საკურორტო ადგილების შესწავლის მე-2 ფაზა, რომელიც მოიცავს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ივლისის №428 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს კურორტების ნუსხით განსაზღვრული ყველა კურორტისა და საკურორტო ადგილის შესწავლას. 


კურორტების განვითარების სააგენტოს შესახებ
კურორტების განვითარების სააგენტო არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მმართველობაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის ძირითადი მიზანია კურორტების, საკურორტო და ტურისტულად მიმზიდველი ადგილების განვითარება; სააგენტოს ამოცანაა შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი საკურორტო ინდუსტრიის განვითარებაში ჩართულ სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო ინსტიტუტებს  შორის უწყებათაშორისი თანამშრომლობისა და ეფექტური კომუნიკაციის გაღრმავების გზით.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები