დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
,,კულა“  2023 წლის შედეგს აჯამებს

,,კულა“ 2023 წლის შედეგს აჯამებს

09-12-2023 04:53:48


ხილისა და ბოსტნეულის კონსერვის მსხვილი ქართული მწარმოებელი კომპანია ,,კულა“  2023 წლის შედეგს აჯამებს.  როგორც კომპანიის დამფუძნებელი ვანო გოგლიძე Business Insider Georgia- თან ამბობს, წლის მთავარი გამოწვევა ნედლეულის სიმცირეა, რაც უამინდობამ გამოიწვია და ფაქტობრივად ყველა სახეობაში პრობლემა შექმნა, განსაკუთრებით კი ვაშლის მოსავალი შემცირდა, სადაც დანაკარგი 35%-ს აღწევს.
,,წარმოებასთან დაკავშირებით წელს პრობლემაა, ვინაიდან ნაკლებად მოსავლიანი წელი იყო.  მთლიანობაში, ნედლეულში 15%- იანი დანაკარგია.  შესაბამისად, წარმოებაშიც ამდენივე კლებაა. ვაშლის მოსავალი რომ ავიღოთ, დაახლოებით 35%-ით შემცირდა. მიუხედავად ამისა, ექსპორტზე სტაბილურობაა. საექსპორტო მაჩვენებლების შენარჩუნება საქართველოს ბაზრის ხარჯზე მოხდა. თვითრეალიზაცია ადგილობრივ  ბაზარზე შევამცირეთ, სამაგიეროდ, ახალი საექსპორტო ბაზრები დავამატეთ: მოლდავეთი,  ალბანეთი, საუდის არაბეთი და ევროპის რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის ბულგარეთი. ჯამურად  მიერ 15 ათასი ტონაზე მეტი  ნედლეული გადამუშავდა, წარმოებული პროდუქტების დასახელება კი 150-ს აღწევს", - ამბობს ,,კულას" დამფუძნებელი.
მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ,,კულა"  ექსპორტზე 26 ქვეყანაში გადის.
კომპანია ნედლეულის 95% პროცენტს ადგილობრივი ფერმერებისა და გლეხებისგან იბარებს.
კომპანია 2009 წლიდან არსებობს, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით გამოირჩევა. ამჟამად კომპანია კულას გააჩნია 5 საწარმო, აქედან, 4 მდებარეობს გორში და 1 ახალციხეში.
 

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები