საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქობულეთის შემოვლითი გზის 4 ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზებისათვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად ტენდერი გამოცხადდა. სატენდერო წინადადებების მიღება 31 მაისს დასრულდება.
ქობულეთის შემოვლითი 2 ზოლიანი გზა შეკვეთილიდან იწყება და ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებთან სრულდება. გზის სიგრძე 31.3. კმ-ია. საავტომობილო გზების ინტენსივობის მონიტორინგის ფარგლებში, გამოიკვეთა ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის ინტენსივობის არსებული და პერსპექტიული ზრდა. საგზაო ინფრასტრუქტურის გეგმაზომიერად განვითარების მიზნით, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, ქობულეთის შემოვლითი გზის 4 ზოლიანად მოდერნიზებისათვის მომზადდეს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და მასზე დაფუძნებული დეტალური პროექტი.
ქობულეთის შემოვლითი გზა, E70 აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია. აღნიშნული გზის მშენებლობის შედეგად, აჭარის ზღვისპირა ზოლიდან ავტოტრანსპორტის სატრანზიტო მოძრაობა ახალ გზაზე ხორციელდება, რაც კურორტების ეკოლოგიურად გაჯანსაღებას და რეგიონში ტურიზმის სრულფასოვან განვითარებას შეუწყობს ხელს.
უახლესი
11 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი