ჩვენ ერთადერთი კომპანია ვართ, რომელიც აწარმოებს ჯარას თაფლს და აქვს ბიოსერტიფიკატი, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს (კახეთის ტრადიციული მეღვინეობა) KTW-ს შვილობილი „ნენას“ ქსელებისა და გაყიდვების მენეჯერმა ნანა შარიამ განუცხადა.
„ჯარას თაფლი - ???% სუფთაა და გამოირჩევა სამკურნალო და ანტისეპტიკური თვისებებით. 3 წელია ჯარას თაფლს ვაწარმოებთ მეფუტკრეთა ასოციაციასთან თანამშრომლობით. „ჯარას თაფლის“ დედა კომპანია გავხდით. თაფლის ნიმუშები გავგზავნეთ უცხოეთში და პირველივე მცდელობაზე ავიღეთ ბიოსერტიფიკატი“, - ამბობს ნანა შარია.
„ნენას“ ქსელებისა და გაყიდვების მენეჯერი Business Insider Georgia-თან ჯარას თაფლის კონკურენტულ უპირატესობაზე საუბრობს.
„ჯარას თაფლი არ მზადდება სკაში, არამედ მოიპოვება ველურ ბუნებაში. ეს არის ბიო თაფლი, რომელსაც ფუტკრები ხის ფუღუროებში ამზადებენ და იქიდან ხდება მისი მოპოვება. ამ შემთხვევაში ბიო სტანდარტები სრულად არის დაცული და თაფლის ხარისხი მაღალია.
კომპანია ყიდულობს ამ თაფლს იმ მეფუტკრეებისგან, რომლებიც პროდუქტს ველურ ბუნებაში მოიპოვებენ და შემდეგ მისი დაფასოება ქედის საწარმოში ხდება“, - ამბობს ნანა შარია.
ჯარას თაფლი იყიდება ადგილობრივ ბაზარზეც თუმცა მისი ფასი მაღალია.
„350 გრამიანი შეფუთვა ადგილობრიბ ბაზარზე 33 ლარი ღირს. ეს თაფლი გადის პრემიუმ სეგმენტში. მსხვილ ქსელებში ვართ წარმოდგენილი და ძირითადად ექსპორტზე იყიდება. ამ დროისათვის ჯარას თაფლი გადის უკრაინის, გერმანიის, ბრიტანეთის, კანადის ბაზრებზე. მოთხოვნა დიდია და მალე ეს პროდუქტი, რამდნიმე ახალ ბაზარზეც გამოჩნდება“, - ამბობს „ნენას“ ქსელებისა და გაყიდვების მენეჯერი.
უახლესი
5 საათის წინ
"ფრუტერა" 2025 წელს ექსპორტზე გასვლას გეგმავს