დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კარტელური გარიგების პირველი პრეცედენტი მედიასივრცეში - ComCom-მა 6 მაუწყებელი დააჯარიმა

კარტელური გარიგების პირველი პრეცედენტი მედიასივრცეში - ComCom-მა 6 მაუწყებელი დააჯარიმა

07-04-2023 10:56:24

კომუნიკაციების კომისიამ "მაგთიკომის", "სილქნეტის", "ახალი ქსელების" და "საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის" საჩივრების საფუძველზე, „მედია რაითს ჯორჯიას", "ტელეიმედის", "მთავარი არხის", "ტელეკომპანია პირველის", "პოსტვ"-ის, "ფორმულას" და "მედია ჰოლდინგის" მიერ "კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევა დაადგინა, რომელიც კონკურენციის შემზღუდველ ხელშეკრულებას, გადაწყვეტილებას ან შეთანხმებულ ქმედებას, ე.წ. "კარტელურ გარიგებას" გულისხმობს და კანონის დამრღვევი მაუწყებლები სიმბოლური თანხით - 100-100 ლარით დააჯარიმა. საქმის პრეცედენტულობიდან გამომდინარე, ვინაიდან კომისიამ "კონკურენციის შესახებ" კანონით პირველად განიხილა საქმე, ჯარიმის ოდენობა სიმბოლური თანხით განისაზღვრა.

მომჩივანი მხარე ამტკიცებდა, რომ კონკურენტი მაუწყებლები გაერთიანდნენ და შუამავალი კომპანიის, "მედია რაითს ჯორჯიას" მეშვეობით, ტრანზიტორ კომპანიებს მაუწყებლობის ტრანზიტისთვის ერთობლივად დადგენილ საფასურს თხოვდნენ. მათივე განმარტებით, მაუწყებლების მიერ ტრანზიტის საფასურის ერთობლივი დადგენა ზღუდავს კონკურენციას და ეწინააღმდეგება "კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონს. შესაბამისად, "მაგთიკომი", "სილქნეტი", "ახალი ქსელები" და "საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია", მოპასუხეებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებასა და მათ მიერ დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობას ითხოვდნენ.

კომუნიკაციების კომისიამ 18 თვიანი მოკვლევის საფუძველზე შეაფასა მაუწყებლების და შუამავალი კომპანიის ხელშეკრულება, რომლითაც მაუწყებლობის ტრანზიტის უფლების გადაცემის მომსახურების ერთიანი ფასი დადგინდა. კომისიის განმარტებით, კონკურენტულ მაუწყებლებს შორის ფასზე შეთანხმება (ფასის ფიქსირება) ზღუდავს კონკურენციას და ეწინააღმდეგება "კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლს. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ "ტელეიმედის", "მთავარი არხის", "ტელეკომპანია პირველის", "პოსტვ"-ის, "ფორმულას" და "მედია ჰოლდინგის" სიმბოლური თანხით - 100-100 ლარით დაჯარიმებასთან ერთად, მხარეებს კანონსაწინააღმდეგო ხელშეკრულების 1 თვის ვადაში გაუქმების ვალდებულება დააკისრა.

კომუნიკაციების კომისიამ, ამავე მოკვლევის ფარგლებში, სიღრმისეულად შეისწავლა მაუწყებლებსა და მაუწყებლობის ტრანზიტორებს შორის თანამშრომლობის საკითხები და დაინტერესებულ მხარეებს, საკითხი საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებით განუმარტა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები