ძალიან შეწუხებული ვარ, რომ ქალბატონი პრეზიდენტი ასეთი არაკომპეტენტურია, ასე გამოეხმაურა Business Insider Georgia-სთან საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას Georgian Airways-ის საფრენოსნო განყოფილების უფროსი თამაზ გაიაშვილი.
გაიაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტს აქვს ფონდი და თუ საქართველოს მოქალაქეების დახმარება უნდა სწორედ საპრეზიდენტო ფონდიდან დააფინანსოს მსგავსი ტიპის რეისები.
„მას გააჩნია ფონდები და მან უნდა დააფინანსოს ეს რეისები. მის საყურადღებოდ: პანდემიის შემდეგ Georgian Airways-ი გაკოტრების რეჟიმში იყო და ახლა რეაბილიტაციის რეჟიმშია. Georgian Airways-ს არგააჩნია შესაბამისი თანხები, რომ საქველმოქმედო რეისები შეასრულოს. იმავე დროს, Georgian Airways-ს სახელმწიფოსგან არც ერთი თეთრის დახმარება არ მიუღია და უცხო კომპანიების დახმარებით არიან დაკავებულები. აი ამას მიხედოს ქალბატონმა და თავისი ფონდიდან დააფინანსოს რამდენიმე რეისი, ეს უფრო უპრიანი იქნება“, აცხადებს Georgian Airways-ის წარმომადგენელი.
თამაზ გაიაშვილი Business Insider Georgia-სთან აცხადებს, რომ ქვეყანას არაკომპეტენტური პრეზიდენტი ჰყავს, რომელიც რიგ საკითხებში ვერ ერკვევა.
„მინდა გამოვთქვა სინანული, რომ ჩვენ ასეთი არაკომპეტენტური პრეზიდენტი გვყავს. გაურკვეველია საკითხებში და სწორედ მას გააჩნია ფონდები, რითაც შეუძლია საქველმოქმედო რეისების დაფინანსება. გაკოტრებაში მყოფ კომპანიას ასეთი რეისების კეთება არ შეუძლია. Georgian Airways-ი აკეთებს ყველაფერს იმის მიუხედავად, რომ ყველა სადაზღვევო კომპანია უკრძალავს საომარ მოქმედებების ზონაში ფრენას. კომპანია საკუთარი რისკის ფასად მაინც ასრულებს ამ რეისებს. არსებობს იმისი რისკიც, რომ ხვალ Georgian Airways-ს დაზღვევას გაუჩერებენ. თუმცა მიუხედავად ამისა, კომპანია ამ რეისებს მაინც ასრულებს.
ქალბატონ პრეზიდენტს Georgian Airways-ი ნუ ჰგონია Air France, რომელსაც ჰყავს 600 თვითმფრინავი. Georgian Airways-ი არის 3 თვითმფრინავიანი კომპანია და წლების მანძილზე სულს ღაფავს და არასდროს არ უფიქრია ქალბატონ პრეზიდენტს მის დახმარებაზე.
Air France-მ პანდემიის დროს სახელმწიფოსგან 10 მლრდ-ს დახმარება მიიღო. Georgian Airways-ს კი არცერთი ცენტი არ მიუღია. მას Georgian Airways-ი Air France ჰგონია.
600 თვითმფრინავიან კომპანიას ნუ ადარებს 3 თვითმფრინავიან კომპანიას. ცოტა ჯობია, რომ თავს ძალა დაატანოს და უკეთესად იაზროვნოს“,- აღნიშნა თამაზ გაიაშვილმა.
როგორც ცნობილია, 11 ოქტომბერს Georgian Airways-მა საქართველო-ისრაელს შორის დამატებითი რეისი დანიშნა.
„არავითარი დაფინანსება არავისგან არ არის. ამ რეისის ფასებს მე ვერ ვკარნახობ. ისრაელის ავიაკომპანიები დაფრინავენ 35 რეისით და ჩვენ 10 რეისით. ჩვენ ამინდს ვერ ვქმნით. ტარიფების დაწესებაში ამინდს ქმნის ისრაელის ავიაკომპანიები“, - აღნიშნა თამაზ გაიაშვილმა.
უახლესი
3 საათის წინ
ნოემბერში სებ-მა რეზერვები 85.7 მლნ დოლარით შეავსო4 საათის წინ
ნამიბია - ქართული ლოკოკინის ახალი საექსპორტო ბაზარი