ანალიტიკურ ცენტრ "ჯეოქეისსა" და ყაზახეთის ფილოსოფიის, პოლიტიკურ მეცნიერებათა და რელიგიური კვლევების ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი სამეცნიერო, საინფორმაციო და ანალიტიკური საქმიანობის სფეროებში ერთობლივი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.
ჩამოყალიბებული თანამშრომლობის ფარგლებში, მხარეები კონფერენციებს, მრგვალი მაგიდის განხილვებს, სემინარებს, ექსპერტთა შეხვედრებს და სხვა ღონისძიებებს მოაწყობენ. ასევე, ერთმანეთს გაუზიარებენ პროფესიულ გამოცდილებას და გააფართოებენ სამეცნიერო კონტაქტებს.
მემორანდუმს ხელი „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა და ფილოსოფიის, პოლიტიკურ მეცნიერებათა და რელიგიური კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა, სერიკ სეიდუმანოვმა მოაწერეს.
„ვფიქრობთ, რომ ჩვენს ორგანიზაციებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის ჩამოყალიბება ქართულ-ყაზახური ურთიერთობების გაღრმავებას და, ახალი გეოპოლიტიკური რეალობისა და შესაძლებლობების კონტექსტში, ქვეყნებს შორის მდგრადი პარტნიორობის განვითარებას შეუწყობს ხელს,“ - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.
უახლესი
1 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი