კურსი განკუთვნილია 18-დან 25-წლამდე ახალგაზრდებისთვის, რომლებიც დაინტერესებულები არიან ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებებით.
ტრენინგ კურსი საშუალებას აძლევს დამწყებ მკვლევარებს და ანალიტიკური საქმიანობით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ცოდნა და უნარები გაიღრმავებენ ისეთი მიმართულებებით როგორიცაა:
• პოლიტიკის ანალიზი
• თავდაცვა და ეროვნული უსაფრთხოება
• დაზვერვა და კონტრდაზვერვა
• რუსეთის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში
• ეკონომიკური უსაფრთხოება
• ევროატლანტიკური ინტეგრაცია
• კიბერ უსაფრთხოება
• ომი და პოლიტიკა
სატრენინგო კურსს წარუძღვებიან „ჯეოქეისის“ გამოცდილი მკვლევარები და ანალიტიკოსები. კურსის ფარგლებში მონაწილეებს ასევე საშუალება ექნებათ შეხვდნენ და დისკუსია გამართონ მაღალი კვალიფიკაციის მქონე დარგის სხვა ექსპერტებთან და საჯარო მოხელეებთან.
სატრენინგო კურსი შერჩეული მონაწილეებისათვის არის უფასო. კურსთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს ფარავს ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისი“.
სატრენინგო კურსი დაიწყება 2023 წლის 4 აპრილს, კურსის ხანგრძლივობა 3 თვე.
ლექციები გაიმართება კვირაში ორჯერ, 17:00 დან 19:00 -მდე.
კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი.
სატრენგო კურსში მონაწილეთა შერჩევა მოხდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ სამოტივაციო წერილი და CV, ხოლო მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება. შერჩევისას პრიორიტეტი მიენიჭებათ ისეთ კანდიდატებს, რომლებსაც სურვილი ექნებათ კურსის მიმდინარეობისას და დასრულების შემდეგ დაგეგმონ და განახორციელონ სხვადასხვა ინიციატივები.
სატრენინგო კურსში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: projectsgeocase@gmail.com
განაცხადები მიიღება 2023 წლის 19 მარტის ჩათვლით.
უახლესი
2 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი