დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჯავშნები თითქმის გაორმაგებულია - როგორ ტურისტულ სეზონს ელოდება „შატო კვირიკე“

ჯავშნები თითქმის გაორმაგებულია - როგორ ტურისტულ სეზონს ელოდება „შატო კვირიკე“

17-06-2024 15:00:00

მოთხოვნა და ჯავშნები თითქმის გაორმაგებულია, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ქობულეთში მდებარე უნივერსალურ ტურისტულ ობიექტ „შატო კვირიკე“-ში განუცხადეს.

„შატო კვირიკე“-ს გაყიდვების მენეჯერი ლელა დევაძე განმარტავს, რომ გასული წლის მაღალ სეზონზე ტურისტული ობიექტი 60%-ით იყო დატვირთული, თუმცა წელს მენეჯმენტის გათვლები 85%-იანი დატვირთულობის მიღწევაა. 

„შარშანდელთან შედარებით ჯავშნებს რაოდენობა საგრძნობლადაა გაზრდილი. ივლის-აგვისტოზე ჯავშნები აქტიურად შემოდის, ხოლო ივნისი თითქმის სრულად შევსებული გვაქვს. გეტყვით, რომ ონლაინ პლატფორმებიდან ჯავშნები აქტიურად შემოდის. უცხოელებიდან ლიდერობენ ყაზახეთიდან, ბელორუსიდან, რუსეთიდან შემოსული ჯავშნები. აქტიურად იჯავშნება და სტუმრები გვყავს ასევე არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან. 

რაც შეეხება ადგილობრივ ჯავშნებს ზრდა ამ მიმართულებითაც გვაქვს, საკმაოდ დიდი ჯავშნები შემოდის თბილისიდან“, - აცხადებს  „შატო კვირიკე“-ს გაყიდვების მენეჯერი.

მისივე განმარტებით, „შატო კვირიკე“ პოპულარულია უკვე კორპორატიული ივენთების სამასპინძლოდაც. 

„თითქმის ყოველ პარასკევს, შაბათ-კვირას ქორწილები გაქვს. ახლა მით უმეტეს გამოსაშვები საღამოების სეზონია და ჩვენთან თითქმის ყოველდღე მსგავსი ტიპის ღონისძიებები იმართება. 

გასულ წელს ცხელ სეზონზე დატვირთულობა 60%-მდე იყო, თუმცა წელს უკვე 70%-ზე ვართ ასულები და სეზონის აქტიურ ფაზაში შესვლასთან ერთად ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება. ცხელ სეზონზე 85%-მდე დატვირთულობას ველოდებით“, - აღნიშნა ლელა დევაძემ. 

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს კვირიკეს მთებში ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა „შალე კვირიკე“ გაიხსნა, რომელიც ყველასათვის უკვე კარგად ნაცნობი მულტიფუნქციური სასტუმრო კომპლექსის „შატო კვირიკეს“ ერთგვარი გაგრძელებაა.

„შალე კვირიკე“ ზღვის დონიდან 1050 მეტრზე, შავი ზღვის სანაპიროდან 12 კილომეტრში მდებარეობს.

„შალე კვირიკე“ აერთიანებს რესტორანს და 20 კოტეჯს - პანორამული ხედებით კოლხეთის დაბლობსა და შავი ზღვის სანაპიროზე.

კომპლექსის გზაზე მდებარეობს კიდევ ერთი ტურისტული ლოკაცია - ალიფაშას ისტორიული წყარო, საუკუნოვანი ტყე და ხის უნიკალური ჯიშები, მათ შორის ცნობილი „უთხოვარი“. 

„შალე კვირიკე“-ში სტუმრებს ვემსახურებით ტრანსფერებით, რომელიც „შატო კვირიკედან“ 10 წუთის სავალზეა. „შატო კვირიკეს“ ტერიტორიაზე გადაადგილებისთვის და ჩვენი სტუმრების ზღვაზე გადაყვანისთვის დავამატეთ ელექტრომობილები. 

„შალე კვირიკე“ ჯერჯერობით ახალია და მისი რეკლამირება ახლა დავიწყეთ. „შალე კვირიკე“ უფრო იოგის მოყვარულებს იზიდავთ და საკმაოდ ბევრი კორპორატიული ჯავშნები შემოდის“. - განუცხადა  Business Insider Georgia-ს  “შატო კვირიკე“-ს გაყიდვების მენეჯერმა.

აღსანიშნავია, რომ  “შატო კვირიკე“-ს (გასართობი და კვების ობიექტების გარდა) 60 სტუმარზე გათვლილი ტურისტული ობიექტია, ხოლო „შალე კვირიკე“ 50 სტუმარზე.

„შატო კვირიკე“-ში, მთელს დასავლეთ საქართველოში ყველაზე დიდი მარანი გვაქვს. ჩვენი მარანი საკმაოდ ცნობილი და პოპულარულია. ჩვენს მარანში მართლაც, რომ საუკეთესო ღვინოები მზადდება. ინფრასტრუქტურა საკმაოდ გამართულია და ბათუმიდან 20 წუთის სავალზეა დაშორებული. გვაქვს განსაკუთრებული და ინდივიდუალური სერვისები და პერსონალურად ვემსახურებით თითოეულ სტუმარს.

რაც შეეხება „შალე კვირიკეს“ ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმით, რომ ულამაზეს ბუნებაშია ჩაფლული. მარტო ხედების გამო ღირს „შალე კვირიკეში“ ასვლა და უმშვენიერესი ხედებით ტკბობა“, აღნიშნა ლელა დევაძემ.

„შატო კვირიკე“, რომელიც განთავსების ობიექტების გარდა აუზს, საკონფერენციო დარბაზებს, სხვადასხვა ხილის ხეივნებს, კლასიკური ავტომობილების გამოფენას, მუზეუმს, რესტორნებს და საბანკეტო დარბაზებს აერთიანებს მთლიანობაში 6 ჰა-ზეა განთავსებული. 

აღსანიშნავია, რომ „შატო კვირიკე“ უნიკალური კომპლექსია თავისი კონცეფციით აჭარის რეგიონისთვის, რადგან იგი აერთიანებს ვენახებისა და ღვინის თემატიკას ზღვასთან.  

კომპლექსი უამრავ საინტერესო სივრცესა და ატრაქციას იტევს – მარანს, აუზს, რესტორნებს, ისტორიულ ნაგებობაში განთავსებულ პატარა მუზეუმს, საკონფერენციო და საბანკეტო დარბაზებს, უნიკალურ რეკრეაციულ გარემოს – ასწლოვანი ევკალიპტებით, ვენახებით, თხილისა და კივის ხეივნებით. Სასტუმრო „შატო კვირიკე“ სტუმრებს სთავაზობს საუკეთესო შესაძლებლობებს იდეალური დასვენებისთვის: 200 წლიანი რესტორანი „ტიფლისი“ სტუმრებს აოცებს მისი ისტორიითა და არქიტექტურით; რესტორან „კვირიკეში“ შესაძლებელია უგემრიელესი ქართული და ევროპული კერძების დაგემოვნება.

აქ ზღვის დონიდან 200 მეტრზე, 2 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე, გაშენებულია ყურძნის ავთენტური სახეობების მრავალფეროვანი არჩევანი: ციცკა-ცოლიკაური, კრახუნა, ზელშავი, ჩხავერი, ოჯალეში და ბევრი სხვა. შატოს ღირსშესანიშნაობების განსაკუთრებული ნაწილია მარანი, სადაც მზადდება და ინახება ვენახებიდან ახალი დაკრეფილი და დამზადებული ღვინო.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები