დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ივლისში თბილისში 3,656 ბინა გაიყიდა - გალტ & თაგარტი

ივლისში თბილისში 3,656 ბინა გაიყიდა - გალტ & თაგარტი

17-08-2023 17:00:56

2023 წლის ივლისში თბილისში 3,656 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 4.7% და თვიურად 7.2%-იანი კლებაა, რისი მიზეზიც წინა პერიოდებოს მაღალი ბაზაა. ამის შესახებ გალტ & თაგარტის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმოხილვაშია ნათქვამი. 

აღსანიშნავია რომ, გაყიდვები გაიზარდა პირველად ბაზარზე (+13.9% წ/წ) და შემცირდა მეორად ბაზარზე (- 13.5% წ/წ ახალ პროექტებში და -18.8% წ/წ ძველ პროექტებში).

საბოლოო ჯამში, მიუხედავად მცირე კლებისა, ბაზარზე მოთხოვნა ჯანსაღი რჩება.

2023 წლის ივლისში წლიური გაყიდვები შემცირდა თბილისის ყველა ცენტრალურ უბანში (საბურთალო, ვაკე, მთაწმინდა), ხოლო გარეუბნებში, სამგორში, დიდი დიღომსა და ნაძალადევში, გაყიდვების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა.

ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა - გაყიდვებში საშუალო ზომის ბინების (51-80 მ2 ) წილის ზრდა და საშუალო/მაღალი კლასის სეგმენტების ($801 - 1,800) მზარდი მიმზიდველობა.

ფასები 2023 წლის ივლისში

ფასები პირველად ბაზარზე წინა თვესთან შედარებით 0.8%-ით გაიზარდა. ფასები ასევე გაიზარდა მეორადი ბაზრის ძველ ბინებზე 2.7%-ით წინა თვესთან შედარებით. ამისგან განსხვავებით, ფასები თვიურად 4.6%-ით შემცირდა მეორადი ბაზრის ახალ ბინებზე, რაც განაპირობა ფასების კლებამ საბურთალოზე, გლდანსა და ისანში (მეორად ბაზარზე ახალი ბინების მთლიანი გაყიდვების 39.4%).

ბაზრის ზომა

2023 წლის ივლისში თბილისში გაყიდული ბინების მთლიანმა ბაზრის მოცულობამ შეადგინა 256.3 მლნ აშშ დოლარი, რაც წლიურად 14.5%-იანი ზრდაა და ძირითადად წინა წელთან შედარებით გაზრდილი ფასებითაა განპირობებული.

ქირა

2023 წლის ივლისში უძრავი ქონების ქირა თვიურად 3.4%-ით გაიზარდა, რამაც თბილისის უძრავ ქონებას საინვესტიციო მიმზიდველობა კიდევ უფრო შემატა.

სამშენებლო ნებართვები

2023 წლის პირველ 7 თვეში მშენებლობის ნებართვების გაცემა გაიზარდა წლიურად 76.8%-ით, რაც შესაბამისობაშია 2020 წლიდან არსებულ ზრდის ტენდენციასთან. თუ ეს ტრაექტორია შენარჩუნდება, მოსალოდნელია უძრავი ქონების ფასებსა და იჯარის განაკვეთებზე დაღმავალი ზეწოლა საშუალოვადიან პერიოდში, რაც გამოწვეული იქნება ბაზარზე ჭარბი მიწოდებით.

ყველაზე მეტი სამშენებლო ნებართვა გაცემულია საბურთალოზე, შემდეგ დიდ დიღომსა და ისანში.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 7 თვეში ისნის, ვაკისა და საბურთალოს რაიონებში გაცემული სამშენებლო ნებართვების მნიშვნელოვანი მატებაა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები