ისრაელზე თავდასხმამ შეიძლება გაზარდოს მოთხოვნა თავდაცვით აქტივებზე, როგორიცაა ოქრო, დოლარი და აშშ-ის სახელმწიფო ობლიგაციები.
ამის შესახებ Reuters იუწყება.
შაბათს, პალესტინის დაჯგუფება „ჰამასის“ მებრძოლები ისრაელში შევიდნენ. დასავლეთმა, შეერთებული შტატების მეთაურობით, დაგმო თავდასხმა და ისრაელს მხარდაჭერა აღუთქვა.
ანალიტიკოსების აზრით, მზარდმა გეოპოლიტიკურმა რისკებმა შეიძლება გამოიწვიოს მოთხოვნა ისეთ აქტივებზე როგორიცაა ოქრო და დოლარი, ასევე გაიზარდოს მოთხოვნა აშშ-ს სახაზინო ვალდებულებებეზე რომელიც ბოლო დროს აქტიურად იყიდება.
Spartan Capital Securities-ის მთავარი ბაზრის ეკონომისტი პიტერ კარდილო თვლის, რომ ოქრო იდეალური ჰეჯია საერთაშორისო არასტაბილურობის წინააღმდეგ.
Annex Wealth Management-ის ეკონომისტი ბრაიან იაკობსენი აღნიშნავს, რომ ნავთობის ფასებზე გავლენა შეზღუდული იქნება, „მიუხედავად იმისა, რომ ირანი მხარს უჭერს ჰამასის ქმედებებს“. მთავარია საუდის არაბეთის რეაქცია, რომლთანაც ვაშინგტონი ისრაელის ურთიერთობების გაუმჯობესებას ცდილობს.
7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. სარაკეტო დარტყმა ისრაელზე ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. ისრაელმა ღაზაზე საჰაერო დარტყმები განახორციელა. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. უცხოური მედია წერს, რომ "ჰამასმა" აიყვანა მძევლები და ომის ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი "ომშია" და "ჰამასი", რომელიც მართავს ღაზას, "უპრეცედენტო ფასს გადაიხდის".
იგივე თემაზე:
ჩვენ გავიმარჯვებთ, მაგრამ ფასი ძალიან ძვირი იქნება - ბენიამინ ნეთანიაჰუ
უახლესი
1 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა