BBC-ის ცნობით, ისრაელის საჰაერო ძალების თვითმფრინავებმა იერიში მიიტანეს კომპლექსზე, რომელიც ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ეკუთვნოდა.
ამ დარტყმის შედეგები ჯერჯერობით უცნობია.
შაბათს პალესტინელი ბოევიკების მიერ ისრაელის ტერიტორიაზე შეჭრის შემდეგ, ისრაელის საჰაერო ძალები აგრძელებენ დარტყმებს ღაზას სექტორში სამიზნეებზე.
ჰამასის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 250 პალესტინელი დაიღუპა.
BBC-ის კორესპონდენტი ღაზაში იტყობინება, რომ ქალაქში აფეთქებების ხმები გრძელდება.
7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. სარაკეტო დარტყმა ისრაელზე ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. ისრაელმა ღაზაზე საჰაერო დარტყმები განახორციელა. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. უცხოური მედია წერს, რომ "ჰამასმა" აიყვანა მძევლები და ომის ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი "ომშია" და "ჰამასი", რომელიც მართავს ღაზას, "უპრეცედენტო ფასს გადაიხდის".
იგივე თემაზე:
ჩვენ გავიმარჯვებთ, მაგრამ ფასი ძალიან ძვირი იქნება - ბენიამინ ნეთანიაჰუ
უახლესი
56 წუთის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა