დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ირაკლი ნადარეიშვილი გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრს ექსპორტის საკითხებში ლორდ მალკომ ოფორდს შეხვდა

ირაკლი ნადარეიშვილი გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრს ექსპორტის საკითხებში ლორდ მალკომ ოფორდს შეხვდა

26-07-2023 18:42:50

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრს ექსპორტის საკითხებში ლორდ მალკომ ოფორდს შეხვდა.

შეხვედრას ასევე დაესწრო გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი, აგრეთვე სამინისტროს საგარეო ვაჭრობის დეპარტამენტის უფროსი მარიამ გაბუნია და საინვესტიციო პოლიტიკისა და ინვესტიციების მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი ვალერიან გვალია.

შეხვედრაზე განხილული იქნა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ფართო სპექტრი, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობაზე ვაჭრობისა და ინვესტიციების მიმართულებით. აღინიშნა, რომ საგარეო ვაჭრობის ზრდადი დინამიკის მიუხედავად, პოტენციალი ამ მხრივ გაცილებით დიდია.

რაც შეეხება თანამშრომლობას ინვესტიციების კუთხით, გაერთიანებული სამეფო ბოლო წლებში ტოპ-ინვესტორი ქვეყნების სათავეშია. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ორი ქვეყნის სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით მნიშვნელოვანია კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის ახალ ეტაპზე აყვანა. მისი თქმით, ორივე ქვეყნის მთავრობები ქმნიან მნიშვნელოვან პლატფორმებს იმისთვის, რომ უფრო მეტი ბრიტანული კომპანია იყოს წარმოდგენილი საქართველოში და პირიქით.

ამ მხრივ, ირაკლი ნადარეიშვილმა ხაზი გაუსვა ბიზნეს ფორუმებისა და სავაჭრო მისიების უფრო ხშირად ჩატარებას, რომლის დროსაც საქმიანი წრეები უკეთ შეძლებენ პარტნიორული კავშირების დამყარებას და შემდგომ განვითარებას.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს თანამშრომლობაზე ტურიზმის სფეროში, რომელიც ასევე მზარდი დინამიკით ხასიათდება. ამავე დროს, აღინიშნა, რომ ამ ტენდენციას კიდევ უფრო ხელს შეუწყობდა პირდაპირი ფრენების დაწყება საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რეგიონში შექმნილ ვითარებასა და იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დადგა როგორც გაერთიანებული სამეფო, ისე საქართველო. ამასთან, სტუმრები დაინტერესდნენ საქართველოს სატრანსპორტო - ლოგისტიკური ინფრასტრუქტურით და მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივით. აღინიშნა, რომ საქართველოზე გამავალ ე.წ. „შუა დერეფანს“ დიდი პოტენციალი აქვს.

ასევე საუბარი წარიმართა კიდევ ერთ სტრატეგიულ მიმართულებაზე - შავი ზღვის ენერგო კაბელის პროექტზე. ასევე აღინიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო საქართველოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორია. აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობის არსებულ ჩარჩოებზე, როგორიცაა „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“, რომლის მე-8 რაუდზეც მხარეები შეთანხმდნენ ორმხრივი ურთიერთობის სამომავლო გეგმებზე.

დასასრულს, მინისტრის მოადგილემ ლორდი მალკოლმ ოფორდი პირადად მოიწვია თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე, რომელიც 26 – 27 ოქტომბერს გაიმართება. ირაკლი ნადარეიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ გაერთიანებული სამეფო ფორუმზე მაღალი რანგით იქნება წარმოდგენილი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები